1742966426
„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი
სოცმედია • 23 მარტი 14:23
კარდიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოლომონ ზეიკიძე სოცქსელში წერს:
სანამ საქართველოში დაინერგებოდა ინტერვენციული კარდიოლოგია (კორონაროგრაფია, სტენტირება, შუნტირება), მანამდე ერევანში მიგყვავდა პაციენტები. ამერიკული თუ ევროპული სომხური დიასპორის დახმარებით მათ უკვე ჰქონდათ შესაბამისი აპარატურა და მომზადებული სამედიცინო პერსონალიც ჰყავდათ (ევროპა მაშინ მხოლოდ ერთეული მდიდარი ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი).ერევანში და, ზოგადად, სომხეთში ყოფნისას არც მე და არც ჩემს პაციენტებს არ გვიგვრძვნია, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავით, იმდენად გულთბილი, შინაურული და კეთილმოსურნე დამოკიდებულება იყო მასპინძლების მხრიდან. შინ მიპატიჟებიდან დაწყებული ქალაქის დათვალიერებით, ისტორიული ძეგლების მონახულებით და ბოლოს, მეგობრული სუფრითა და ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სადღეგრძელოებით დამთავრებული.შემიძლია თამამად ვთქვა, ასეთი განსწავლული და კულტურული ინტელიგენციით ბევრი ერი ვერ დაიკვეხნის!ვიცი, მავანნი შემახსენებენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს მომხდარ სამხედრო კონფლიქტს, აფხაზეთის ომის ტრაგიკულ ამბებს, არასასიამოვნო მიკერძოებას გასტრონომიულ თუ ლიტერატურულ-ისტორიული ძეგლების მიმართ, მომიყვანენ რეალურ თუ მითიურ ამბებს, მომიყვებიან ვადაგასულ და უკბილო ანეგდოტებს და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დედამიწაზე ალბათ, იშვიათია ასეთი უძველესი და მრავალჭირგამოვლილი ერები, რომლებსაც საერთო და დადებითი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი ამბები და რომლებიც ასე ჰგვანან ერთმანეთს თითქმის საერთო ისტორიით, უამრავი ტრადიციით, შერეული ოჯახებით, სამეფო დინასტიებიც კი ხშირად საერთო გქვონდა, სომეხი დედოფლები გვიზრდიდნენ სახელოვან მეფეებს, მტერს ხშირად ერთად ვებრძოდით და ლხინიც ხშირად საერთო გვქონდა!არმენოფობია უკიდურეს პროვინციალიზმად მიმაჩნია, რომელიც უმეტესად იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებმაც სომხეთის კი არა, საქართველოს ისტორიაც არ იციან, ვისაც არ აქვთ უშუალო შეხება სომეხებთან, არ ჰყავთ სომეხი მეგობარი (მეგობრები). მხოლოდ მდაბიო და უგემოვნო ანეგდოტები მოუსმენია უბანში ჭორიკანა მეზობლებისგან.მოდით, ერთი წამით ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, თუნდაც გურამიშვილი გავიხსენოთ - „კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს“... ხომ კარგად ვიცით, როგორ ექიშპებოდნენ ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთეები და განა, ეს ყველაფერი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ წამდაუწუმ ერთმანეთს შევახსენით და ვიდაოთ ამაზე. ეს ხომ უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამის წამოძახება უგუნურება და მავნებლობა!კულტურული და ცივილური ადამიანები ასე არ იქცევიან. რამდენი ანეგდოტი მოგვისმენია საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე. ეს ხომ ჩვეულებრივი იუმორია, გასართობად და შესაქცევად მოგონილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ყველას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.მოდით, ასეთივე თუ არა, მსგავსი თვალით შევეხდოთ სომხებს. ჩვენ ხომ ბედმა გვარგვუნა სამარადისოდ მეზობლად ყოფნა და იმედია, დიდ წარმატებებსაც ჩვენი მომავალი თაობები ერთად მიაღწევენ!იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი ჩვენზე გაცილებით პროგრესულები და ჭკვიანები იქნებიან! P.S.ფეხბურთში გამარჯვებას, რა თქმა უნდა, საქართველოს ვუსურვებ!
ოლიგარქის პარლამენტში, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი "საგამოძიებო კომისია" ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში გადაგზავნის. გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად ცოტა ხნის წინ მიიღო. მიზეზი ამ...
პოლიტიკა • 2 წუთის წინ
"ძლიერი საქართელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ოლიგარქის პროკურატურამ გამოძება სსკ-ს 349-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებაში დაუდასტურეს. გამოძება "წინა ხელისუფ...
პოლიტიკა • 3 წუთის წინ
მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა ქალებს, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ - განაცხადა “ე...
პოლიტიკა • 4 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს". Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დრო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 6:15
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ. შესაბამისი გ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 6:14
,,ძლიერი საქართველოს” წევრი, ალეკო ელისაშვილი: „პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი?...
პოლიტიკა • 6:12
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა