1744821698
ვიდეო: დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ახალ თეატრში მანანა ბერიკაშვილი მივიდა
სოცმედია • 13 აპრილი 4:08
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით პასუხობს.
მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ოჯახის წევრების მკვლელები "ანგელოზებად გამოჰყავს".
მარიამ ჩოფლიანი ასახელებს რამდენიმე გვარს და ამტკიცებს, რომ მათ მკვლელობაშიც აფრასიძეების ხელი ურევია.
ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ ევგენი აფრასიძემ თანმხლებ პირებთან ერთად ბაბუა ჯერ უმოწყალოდ სცემა, შემდეგ კი კაცი სასიკვდილო ჭრილობით ადგილზე დატოვეს.
ეს ყველაფერი არ არის, ჩოფლიანის მონაყოლის თანახმად, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ახლავ არღვლიანის ცოლის ნათესავი. ქალი იხსნებს, რომ უკვე დახვრეტილ ლაშა უშხვანს (ახლავ არღვლიანის ცოლის ძმისშვილი - ავტ), აფრასიძის ნათესავმა შუბლში ქუსლი ჩაარტყა.
ბაბუაჩემი, დედის მხრიდან, ახლავ არღვლიანი იყო. არასდროს გვღირსებია შვილიშვილებს მისი ჩახუტება და სითბო გვეგრძნო. ბაბუა მოკლეს, ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ, თურმე ისინი მსხვერპლი და ტყუილად მოკლულები. მხოლოდ ბაბუასი არა, კიდევ ლაშა უშხვანის, ბებოს ძმისშვილის და არა ერთი ადამიანის სიცოხხლე შეიწირეს!
ბაბუას ისტორიას ყურმოკვრით ვისმენდი ხოლმე, მაგრამ როდესაც გავიზარდე კარგად მოვისმინე ეს ისტორია და თქვენც მოგიყვებით. მინდა გადააზიაროთ ეს პოსტი, რადგან უკვე თავსგასულობაა ასე მართლება და სიტყვით გამოსვლები ! უსირცხვილობა!
ბაბუა საკუთარ აშენებულ სახლში იყო, დედა, სამი ძმა და ბებო გარდაბანში იყვნენ დროებით. ბაბუა იქ დარჩა საქონელს უვლიდა, სახლს, საერთოდ ყველაფერს. ალბათ ძალიან ცოტა გვყავს მისნაირი პატიოსანი და კეთილი ადამიანი. ერთ ასეთ დღესაც, დაღლილი ბაბუა სახლში დაბრუნებულა. საჭმლის ჭამას აპირებდა, როდესაც კარზე ბებოს ძმისშვილებმა დაუკაკუნეს ლაშა და გოჩა უშხვანებმა.
დასხდნენ, საუბრობდნენ. ბაბუას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თივის შესანახ ადგილას მოპარული მანქანა იდგა. ამ დროს მივიდა მასთან ევგენი აფრასიძე. ბაბუამ კარი გაუღო, შეიპატიჟა. გარეთ თურმე შმაგი და ომეხი აფრასიძეები იდგნენ დიდი მანქანით, ხალხით სავსე, შეიარაღებულები.
ბაბუამ ევგენი შეიპატიჟა, რადგან ისედაც იცნობდა. მას უკითხავს მანქანა სად არისო, ბაბუამ რა მანქანაო, აი ის იქ რო აყენია შიგნითო. ეს მანქანა თვითონ ევგენის დისშვილს და კიდევ მეორე ახლობელს მიუციათ უშხვანებისთვის, მეორე დღემდე თქვენთან გყავდეთ ხვალ წავიყვანთო. დაუყენებიათ მათაც, საერთოდ არ იცოდნენ რომ ეს მანქანა მოპარული იყო. მოდი გაჩვენებ რა მანქანა არაფერი ვიციო და სადგომისკენ წასულა. ამ დროს მეორე სართულიდან ხმა გაუგიათ, ბაბუასთვის ცემა დაუწყიათ ვინ არიან ზევითო, მუცელში ნარტყამები ეტყობოდა გარდაცვლილს.
კიბეზე ლაშა რომ ჩამოდიოდაო ჩამოსვლაც არ აცალეს ატყდა სროლა. ლაშა უშხვანი კიბეებზევე მოკლეს, ბაბუასაც იქვე ესროლეს, ფეხში დაჭრეს არტერიას მოხვდა ზუსტად. კარის გაღებაც არ მოუსწრია ბაბუას, მანქანა არც კი დაუნახავს. გოჩაც დაჭრეს.
ისე დატოვეს ბაბუაჩემი სისხლისგან დაიცალა. ლაშას გარდაცვლის, დახვრეტილს, შმაგი აფრასიძემ შუბლში ქუსლი ჩაარტყა. დედა მიყვებოდა რომ დაკრძავის დროსაც ეტყობოდა ის ფეხსაცმლის კვალი. მხოლოდ ისინი არ მოუკლავთ ასე სასტიკად. დადეშქელიანი, ვიბლიანი, ორივე ახალგაზრდები. წლების მერე იმათაც წაართვეს სიცოცხლე.დატოვეს დედა და მისი ძმები ობლად, ბებო ოთხი შვილით მარტო ქვრივი, ლაშას დედამ არ ნახა სიმწარე? დედას რომ შვილი მოუკლეს?მათ ძმებს და დას არ მოუკლეს ძმა? თან როგორ მოკლეს ჩაცხრილეს…დაცხრილული იყო თეფში, ჭიქა ყველაფერი ჩვენს სახლში…მომსწრეები ჰყავდა ამ ამბავს ,მაგრამ ისე წამებში მოხდაPrime Time • პრაიმ ტაიმი და უსირცხვილოდ თავი მსხვერპლად გამოჰუშბის ხეობა- ბეჩოს თემივეებადო ისე ამბობს გეგონება კუბდრის ჭამის მეტი ცხოვრებაში არაფერი ეკეთებინოთ… ყაჩაღები იყვნენ და მკვლელები !"- წერს ახლავ არღვლიანის ოჯახის წევრი. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 აპრილს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დოდო და გიორგი აფრასიძეებს მოუსმინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...
საზოგადოება • 11:11
"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...
სოცმედია • 10:40
"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...
სოცმედია • 10:30
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...
ეს საინტერესოა • 10:21
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...
საზოგადოება • 10:10
"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...
სოცმედია • 10:10
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა