"პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს… ამას მასიური ხასიათი აქვს…" – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
სოცმედია • 19/3/2024 • 11:36

„მინდა შევეხო აფთიაქებში არსებულ უცნაურ ვითარებას მედიკამენტების სახელებთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ დანიშნული ესა თუ ეს მედიკამენტი ვერ იშოვეს. ზოგიერთ აფთიაქში ეუბნებიან, რომ ამ წამლის დეფიციტია, ზოგან კი სთავაზობენ, რომ აქვთ რომელიღაც „შემცვლელი“.
პაციენტი, რომელმაც ირბინა აფთიაქებში და ვერ იშოვა ჩემ მიერ დანიშნული წამალი, მეკითხება, იყიდოს თუ არა ეს „შემცვლელი“ და თან გულს აკლია, რომ მოუწევს არა მისთვის აუცილებელი წამლის, არამედ „შემცვლელის“ მიღება. ამ დროს ეს წამალი შემცვლელი კი არა, ზუსტად ის არის, რაც მე დავუნიშნე.
საქმე იმაშია, რომ მე და სხვა ექიმებიც ბევრ მედიკამენტს წერს მისი ქიმიური სახელით და არა ბრენდულით. შესაბამისად, ამ მედიკამენტების უამრავი, სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვერსია არსებობს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ ეს პრეპარატია. ამიტომ სრული აბსურდია ადამიანს უთხრა, რომ ეს მედიკამენტი არ არის აფთიაქში და აძებნინო, როცა მისი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იდოს თაროზე.
ვიცი, ამ პოსტზე დამიკომენტარებენ, რომ ფარმაცევტებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის წამალი, რომელიც ექიმის მიერ არის დანიშნული. თუმცა მე რაზეც ვწერ, ეს არ არის შეცვლა.
მაგალითად, პრეპარატი მეტრონიდაზოლი, რომელსაც როდესაც ამ სახელით კითხულობს პაციენტი, იმის ნაცვლად, რომ უთხრან, რომელი დასახელებებით აქვთ და მწარმოებლების და ფასის მიხედვით არჩევანის საშუალება მისცენ, ეუბნებიან, რომ დეფიციტია, ან ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი აქვთ. ამას მასიური ხასიათი აქვს და მართლა წარმოუდგენლად არასწორია“.
– წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...
პოლიტიკა • 59 წუთის წინ

მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...
პოლიტიკა • 17:12

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას ქონებრივ მდგომარეობაზე ი...
პოლიტიკა • 17:10

"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...
პოლიტიკა • 17:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25