SOS: მოვითხოვ, გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა - ნიკა ვაჩეიშვილი საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს

სოცმედია 27/8/2022 • 20:05

გელათი ვაჩეიშვილი

ქართველი ხელოვნებათმცოდნე. ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს"

"გელათის თაობაზე:

წლობით გაფუჭებული საქმე, რომელსაც სახელმწიფო მალავდა და ხელს აფარებდა, უცხოელმა ექსპერტებმა შეაფასეს როგორც კატასტროფა. ჩვენ ვწერდით ამაზე ჯერ კიდევ 2021 წელს და მერეც.

საქართველოს საპატრიარქომ, იმის გამო, რომ გარკვეულიყო საქმეში, ამ რამდენიმე თვის წინ თავად მოიწვია კომპეტენტური უცხოელი ექსპერტები.

ჩემი ინფორმაციით - დასკვნაში გელათი კიდევ ერთხელ შეფასებულია, როგორც არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოს გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიძველე, სადაც დაზიანების პროცესი დღესაც ინტენსიურად მიდის და ჩარევები კვლავ არაკომპეტენტურია!

საპატრიაქრქო რატომღაც არ ელოდა ასეთ კატეგორიულ და მძიმე შეფასებას. ყველა დაიბნა. შედეგად დასკვნა გასაიდუმლოებულ იქნა. იგი კვლავ სახელმწიფო უწყებაში გადააგზავნეს - იღონეთ რამეო.

დასკვნა დამალულია.

მას არ აქვეყნებს არც საპატრიარქო, ეს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას ნიშნავს.

და არ აქვეყნებს კ. სამინისტრო - სააგენტო, რომელმაც გელათი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

საკითხი რჩება საზოგადოების (თუკი ასეთი არსებობს) აქტიურობის იმედად, რომ მან აიძულოს ეს ორგანოები - გამოაქვეყნონ სიმართლე გელათზე.

ამ მდგომარეობაში ვართ ახლა: ჩარაზული სიმართლე და არაკომპეტენტურობის დანაშაულებრივი ზეიმი!

მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა. მისი დამალვა არანაკლები

დანაშაულია! გელათი ელის შველას!

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳

@საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოლეგ ბარციცი
"საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო...

პოლიტიკა 14:45

საქბანკი აგროჰაბი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.   პროექტი...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:42

სალომე ედიშერაშვილი
VIDEO: საბა სხვიტარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა

საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციე...

პოლიტიკა 14:27

კაცი მანდატური
ვიდეო: „აი, ამ ადამიანმა... საბას დედას ხელები უშალა; ეზოში კი ჩემსკენ გამოიწია ხელით“ - მარიკა არევაძე

მარიკა არევაძე: აი ამ ადამიანმა:- ჯერ სასამართლოს მითითების მიუხედავად ვერ გაუბედა პოლიციელებს და ვერ უთხრა რომ გასულიყვნენ საბას სხსომის დარბაზიდან;- შემდეგ საბას დედას ხელები უშალა;- ეზოში კი ჩემსკე...

პოლიტიკა 13:52

პოლიცია დაკავება
სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა

სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გ...

პოლიტიკა 13:40

საქბანკი აიდ მენეჯერი
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...

ბიზნესი & ეკონომიკა 12:27