“წლევანდელი 9 აპრილი სამარცხვინო თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში!” – პროპაგანდისტი მძინარაშვილი

სოცმედია 9 აპრილი 11:22

ბონდო მძინარაშვილი



საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

რაც ახლა პარლამენტის შენობის წინ ხდება, არის 9 აპრილს დაღუპულთა სულების შეურაცხყოფა და 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ფეხქვეშ გათელვა!სამარცხვინოები ხართ!ადამიანებსაც ვერ გიწოდებთ!36 წლის წინ ჩვენ მაშინდელ მთავრობის სახლთან ვიდექით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოთხოვნით, დღეს კი ვხედავ მანქურთების თარეშს, რასაც არაფერი აკავშირებს არც 1991 წლის 9 აპრილს დაღვრილ სისხლთან და არც 1991 წლის 9 აპრილის ემოციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებამ რომ მოგვგვარა.წლევანდელი 9 აპრილი სამარცხვინო თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში!ასეთი რამ არასდროს მომხდარა:9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს იგინებიან, იფურთხებიან და ძალადობენ!ეს არის გაუგონარი მკრეხელობა!1990 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის წლისთავზე არავის უკითხავს, ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, ხელისუფლებას წარმოადგენდა თუ ოპოზიციას, – რუსთაველის პროსპექტი ტიტების და მიხაკების ველად გადაიქცა. ყველას მდუმარედ მიჰქონდა ყვავილები და ყველა ხმადაბლა საუბრობდა!არც მომდევნო წლებში მომხდარა დაპირისპირება, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა!დღეს კი, დღეს რა ხდება?!სირცხვილი ყველას, ვინც ორგანიზება გაუწია ამ სიბინძურეს და ვინც მონაწილეობს ამ საზიზღრობაში!ის, რაც ახლა რუსთაველის პროსპექტზე ხდება, 1989 წლის აპრილის მოშიმშილეთა და მაშინდელი აქციის ლიდერების შეურაცხყოფაც არის!ეს არის საქართველოსთვის სილის გაწვნა!სადამდე მიგიყვანათ სიძულვილმა!როგორ დაეცით!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვაშინგტონი
"პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა უნდა" - თეთრი სახლი

"პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა", - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლან ლევიტმა ვლადიმერ პუტ...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:59

წაქაძე
"რას აპროტესტებთ ერთი? ახლა რომ ქუჩაში დგანან ხალხი, რას აპროტესტებენ?“ - ივანიშვილის ბეჟან წაქაძე

"რას აპროტესტებთ ერთი? ახლა რომ ქუჩაში დგანან ხალხი, რას აპროტესტებენ? [...] არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. [...] ღამე სიზმრებში გესიზმრებათ ქართული ოცნების დაშლა, მაგრამ არ მოხდება ეს, ჩემო კარგო" - თქვ...

პოლიტიკა 15:50

ლოს ანჯელესი
ლოს ანჯელესში ქართველი კაცის მკვლელობისთვის სამი ქართველი დააკავეს

ლოს ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები არიან 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა...

შემთხვევა 15:47

მზია ამაღლობელი
"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან" - მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად" - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცე...

პოლიტიკა 15:14

ოკმელაშვილი
გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა

რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. სააპელაციომ ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში...

პოლიტიკა 15:02

გიორგი ნემსაძე
"გული მტკიოდა" - გიორგი ნემსაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატობა აიძულა

ცაგერის ყოფილი მერი  დღეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოიკითხა. გიორგი ნემსაძემ  ჩვენება სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა. კერძოდ, ყოფილი ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ სწორედ...

პოლიტიკა 14:43