1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
Covid 19 • 20/12/2021 • 11:42
როცა არც წამალი და არც რამე სხვა საშუალება გვაქვს, რომ ვებრძოლოთ ვირუსს, გამოსავალი არის აცრა,- ამის შესახებ ბათუმის დინამოს ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი ამბობს. ფეხბურთელი სრულად ვაქცინირებულია და აღნიშნავს, რომ აიცრა, რადგან, პირველ რიგში, ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია.
"ორი დოზით, სრულად ვაქცინირებული ვარ. ავიცერი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების აზრი, ვინც კომპეტენტურია ამ საქმეში. შემდეგ, უკვე, რა თქმა უნდა, ჩემი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის. ასევე, საქმისათვის, რადგან ჩემს პროფესიაშიც აუცილებელია ვაქცინირებული იყო.
ვფიქრობ, პანდემიის დამარცხებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ვაქცინაცია. მგონია, რომ ხალხი ბოლომდე ინფორმირებული არ არის ამ აცრების და მათი მნიშვნელობის შესახებ და ამიტომ იკავებენ თავს",- ამბობს ალთუნიშვილი.
ბათუმის დინამოს ფეხბურთელის თქმით, პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა სპორტსმენები დააზარალა. ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული მისთვის ცარიელი ტრიბუნები და გულშემატკივრების გარეშე ჩატარებული საფეხბურთო მატჩები იყო.
"პანდემიის გამო, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ხშირად 1 თვით და მეტით გვიწევდა ვარჯიშების გაჩერება და ფეხბურთი ისეთი სპორტია, როდესაც ამდენი ხნით ჩერდები, შენს საქმეს სწყდები ფორმიდანაც ვარდები და ისე ვეღარ აგრძელებ როგორც საჭიროა. მაყურებელთა დასწრების აკრძალვაც რთული იყო ჩვენთვის. როცა ტრიბუნაზე გულშემატკივრები არიან სულ სხვანაირად ხარ მოტივირებული და თამაშიც მეტად გსიამოვნებს. თან ბათუმის დინამოს ისეთი ფანკლუბი და გულშემატკივარი გვყავს, ყველაზე რთულად, ალბათ, ჩვენ შეგვეხო ეს შეზღუდვა.
ყველა ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია, აცრის გადაწყვეტილებასაც ინდივიდუალურად იღებს, მაგრამ ახლა , როცა არც წამალი და არც რამე სხვა საშუალება გვაქვს, რომ ვებრძოლოთ ვირუსს, გამოსავალი არის აცრა, რომ დავასრულოთ პანდემია",- აცხადებს სანდრო ალთუნაშვილი.
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს სპეციალურ - გაზაფხულის შეთავაზებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, საკრედი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1 წუთის წინ
Forbes Books-მა, გამომცემლობამ რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 2 წუთის წინ
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ბოლო მიზეზი რითიც უნდა დარწმუნდე, რომ უკვე რუსეთში ვართ. 2006 წელს ვთქვი რუსეთში ფეკალური მასა რომ შეიტანო ისიც კი გაიყიდება მეთქი და აჰა თუ არ ვართ რუსეთ...
სოცმედია • 7 წუთის წინ
ფორმულას თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე: ერთი მძლავრი შეცდომა, რასაც ოპოზიცია უშვებს, არის ის, რომ ფიქრობენ, ლიდერებს შორის არსებული კონკურენტული უნდობლობა და ერთმანეთის მიუღებლობა მხარდამჭერებშიც ზ...
სოცმედია • 9 წუთის წინ
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ კიდევ ბევრ “იარაღს გამოიყენებს“, თუმცა ისინი ზმად არიან, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ. გვარამიას განცხა...
პოლიტიკა • 22 წუთის წინ
ჩვენ ვართ მოწმე პირდაპირ ეთერში მიმდინარე ღალატის, -ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურ...
პოლიტიკა • 25 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა