სენსაციური აღმოჩენა - თბილისის ზღვის მიმდებარედ 34 მილიონის წლის წინ გადაშენებული ფოჩიანი გველკუა აღმოაჩინეს

საზოგადოება 1 აპრილი 7:29

საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარედ, სადაც ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ გადაშენებული სახეობის ქვირითი აღმოაჩინეს, რომელიც 34 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ბინადრობდა, მეცნიერული ანალიზით დადგინდა, რომ აღნიშნული სახეობა ფოჩიანი გველკუაა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოგეხსენებათ, რომ ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ჰიპოპოტამის ტბორი, რომლის მოცულობაც 3000 კუბური მეტრია.

ამასწინათ რომ მოთოვა, ხომ გახსოვთ? თოვლის დადნობის შემდეგ საგაზაფხულო სამუშაოები წამოვიწყეთ და ტბორის დასუფთავება გადავწყვიტეთ. წყლის ამოტუმბვის შემდეგ ფსკერზე, ტალახში პინგ-პონგის ბურთები შევნიშნეთ. ცოტა კი გაგვიკვირდა. ბურთები? ტბორში? ან რანაირად ჩაიძირა? ამოსაღებად რომ მივუახლოვდით აღმოჩნდა, რომ ეს მოთეთრო სფეროები არა ბურთები, არამედ ჭაობისფერ ხავსისმაგვარ მასაში ჩაფლული გაურკვეველი ჟელესებური წარმონაქმნი იყო. ცხადია, დავინტერესდით, ფრთხილად ამოვკრიფეთ და სტერილური ჭურჭლით ჩვენს ლაბორატორიაში გავაქანეთ. ულტრაიისფერი სხივებით ქენდელიზაციამ დაგვანახა, რომ „ბურთების“ ეპიდერმისის ქვეშ, ყვითრში, რაღაცა ზანტად ფუთფუთებდა. ჭაობისფერი სუბსტანცია კი, რომელშიც სფეროები იყო მოთავსებული, დანაწევრების შემდეგ ცენტრისკენული ძალებით კვლავ ერთიანდებოდა. 

მივხვდით, რომ ეს უჩვეულო ბურთულები სხვა არაფერი იყო, თუ არა ქვირითი. გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისი პირობები შეგვექმნა და სასწრაფოდ Gugul Bu-De 1962 ინკუბატორში გადავიტანეთ, სადაც არა მხოლოდ ფრინველებისა და ქვეწარმავლების კვერცხების, არამედ ამფიბიებისა და თევზების ქვირითის გამოჩეკაცაა შესაძლებელი. ქვირითისთვის სათანადო აბიოტური პირობები უზრუნველვყავით, კერძოდ: მაღალი ტენიანობა (87 %) და ტემპერატურა (23 °C). ინკუბაციის პერიოდმა 13 დღე გასტანა და 3 მარტს, გამთენიისას ლარვებიც გამოიჩეკნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ 7 მათგანი გადარჩა, დანარჩენი კი გალაყდა. გალაყებული მასალა ვალენსიაში (ესპანეთი), „ვესტ და ისტ პარათეტისის კვლევის სამეფო ინსტიტუტში“ გადავგზავნეთ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე აწ უკვე გადაშენებულ სახეობასთან გვქონდა, რომელიც დედამიწაზე 34 მილიონი წლის წინ, ოლიგოცენის ეპოქაში ბინადრობდა და ე.წ. პარათეტისის აღმოსავლეთ სანაპიროებთან იყო გავრცელებული. მთათწარმოქმნის პროცესის დროს სწორედ ამ პარათეტისის წიაღიდან ამოიზვირთა კავკასიონის ბუმბერაზი, მკაცრი, ამაყი და სპეტაკი თოვლით დაფარული მთათა სისტემა.

კავკასიონი ოლიგოცენში, 25 მილიონი წლის წინ, არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების სუბდიქციის შედეგად წარმოიქმნა. როგორც ჩანს, ეს ქვირითი კავკასიონის ამოზვირთვას ამოჰყვა, ამ ჭაობისფერ სუბსტანციაში ინცისტირდა და კრიოლიპოლიზის შედეგად ყინულის ფენაში ჩაიყინა. განადგურებისგან ქვირითი სწორედ ამ მწვანე სუბსტანციამ დაიცვა, შეუწყო რა ხელი მის ანაბიოზში გადასვლას. აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილებით განპირობებული მყინვარების დნობის შედეგად ქვირითი დანალექ ქანებს ჩამოჰყვა და, სავარაუდოდ, არაგვში მოხვდა, საიდანაც თბილისის ზღვაში აღმოჩნდა. თბილისის ზღვიდან კი, დიდი ალბათობით, ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა გადმოიტანეს, რომლებიც მრავლად ბუდობენ ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე (მოგეხსენებათ, რომ ეს ფრინველები საკვების მარაგს მიწაში მალავენ). სავარაუდოდ, თოვლის დნობისას მიწის ზედაპირზე დაფლული ქვირითი დამდნარი თოვლის ნაკადმა ჰიპოპოტამის ტბორში გადაანთხია და ლარვებმაც იქ გააგრძელეს ზრდა-განვითარება.

გალაყებული ქვირითის გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ეს სახეობა ფოჩიანი გველკუაა (Cheloserpentus pochii), რომელიც ფრანგმა პალეობიოლოგმა ოლივიე ბლომანჟემ აღწერა. ცნობილია, რომ მეცნიერი და ნატურალისტი იოჰან გიულდენშტედტი, თავის ნაწარმოებში „კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კავკასია“ მოიხსენიებდა ცხოველს, რომელიც არც ქვეწარმავალი იყო, არც თევზი და გუდამაყრელი მენახირეების აღწერით კისრიდან ფოჩები ჰქონდა გამოზრდილი. ვფიქრობთ, რომ გიულდენშტედტის წიგნში ნახსენები არსება ბლომანჟეს მიერ აღწერილი სახეობა გახლდათ და ჩვენი ქვირითიც მასვე ეკუთვნის. ამ თეორიას ეთანხმება ცნობილი ესპანელი პალეობიოლოგი ბეატრის უპოჩოც. ეს ცხოველები პერიოდულად მართლაც ჩნდებოდნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და, ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამ სახეობამ დაუდო საფუძველი ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე შემორჩენილ ლეგენდებს გველკუას შესახებ.

გადარჩენილი ლარვები ამჟამად ზოოპარკის დირექტორის მოადგილის (სამეცნიერო დარგში), დავით თაქთაქიშვილის, მზრუნველ კალთას ებარებიან. რადგან დაზუსტებით არ ვიცით, თუ რით იკვებებიან ეს არსებები, სპეციალურ პასტას ვამზადებთ და პატარებს მწყრის კვერცხის გულის, ფეტვის ჭიებისა და დაბალცხიმიანი არაჟნის ნაზავით ვკვებავთ. საკვებს ინსულინის შპრიცით ვასხამთ ციცქნა პირებში ყოველ 3 საათში ერთხელ. მათი განვითარების დინამიკით დ. თაქთაქიშვილი ფრიად კმაყოფილია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„პოზიცია არ მომისმენია სალომე ზურაბიშვილისგანაც... შესაძლოაუკვე გვიან იყოს... ინიციატივა წაგართვა ივანიშვილმა და გითხრა, მე მაინც გაგაუქმებ...“ - ნიკა მელია

პოზიციის სიცხადის დეფიციტზე საუბრობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშც. პარტია „ახალის“ ლიდერი მათ შორის აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ არც მას აქვს ცალსახა პოზიცია. ნიკა მელია...

პოლიტიკა 7:38

პოლიტიკოსები
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაცია - ნიკა მელია პარტიებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიო პოზიციებში და სიცხადე შევიტანოთ პროცესში - ეს განცხადება პარტია „ახალის“ თანათავმდჯომარემ ნიკა მელიამ ტვ.პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თქშო...

პოლიტიკა 7:08

დომენიკ მანგო
“მე რა კაცი ვარ? დედაჩემის საფლავი ვერ გამიკეთებია…“ – დომენიკ მანგო

ბლოგერი, დომენიკ მანგო: “მე ერთი მარტო, 31 წლის ბიჭი ვარ. დედაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ისე ჩავდე მიწაში და ისე დავაყარე მიწა ჩემი ხელებით, რომ ვერავინ ვერ გამაცალა იქიდან. მ...

სოცმედია 5:34

ზელენსკია
„რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მისივ...

რუსეთ-უკრაინის ომი 5:24

მირცხულავა ივანიშვილი კობახიძე
„დღეს ივანიშვილის ბედი კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული... არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა: სრულიად სერიოზულად!რა ხდება თუ ერთ დღესაც ირაკლი კობახიძე იტყვის: “ბიძინა ივანიშვილი გადადგა”. გადადგა პირობითად – შეუძლია თქვას: დაკავებულია, გაძევებულია ქვეყნიდან, იმყო...

სოცმედია 4:15

ტრამპი
ტრამპმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ს 75 დღით გაუხანგრძლივა ვად...

მსოფლიო 4:04