„არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს“ - „ოცნება” VISA-ს და Mastercard-ის “გავლენის შემცირებას გეგმავს  

ქოცნება ვიზა მასტერქარდია


ეროვნული ბანკი პროექტზე მუშაობს, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს. ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კომიტეტზე განაცხადა.

ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი, ვატო თურნავა დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: “ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”,- განაცხადა ვაკო თურნავამ.

საპასუხოდ, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე ამ მიმართულებით.

“ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს”,- თქვა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა VISA-ს შემთხვევაში 2,583,595 ერთეულია, EC/MC-ის (ევროქარდ-მასტერქარდი) კი – 4,836,057. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, VISA-ს შემთხვევაში რაოდენობა 111,850 ბარათია, ხოლო EC/MC-ის 100,740 ბარათი.

წყარო – bm.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბიშვილი.PNG
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას - პრეზიდენტის სიტყვა სრულად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის 124-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ისაუბრა 31 მარტის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და...

პოლიტიკა 7 წუთის წინ

წულუკიანი ზურაბიშვილი
„მმართველი, რომელიც ამას უკეთებს ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე

"პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტი"- ასეთი შეფასება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წულუკიანის კომისიას.   სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "მმართველი, რომელიც ამას უკე...

პოლიტიკა 12 წუთის წინ

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„სცენარი იწერება კრემლში... ეს სცენარი თუ აქ გაუვიდათ, ამ სცენარს დაატრიალებენ სხვაგან“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

"ოცნება" ისტერიულ რეპრესიაზეა გადასული - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" გადაცემა "რექაციაში" განაცხადა.   მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს....

პოლიტიკა 15 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი
შეიქმნას პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა - პრეზიდენტის გეგმა

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ანგარიშს აბარებს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა შეიქმნება. მეხუთე პრეზიდენტ...

პოლიტიკა 18 წუთის წინ

შარტავები
ვიდეო: „ოცნების“ დეპუტატი ლიკა შარტავა კახა შარტავას შვილი არ არის

 34-წლიანი თავისუფლება, რომელიც ისევ დასაცავია

პოლიტიკა 22 წუთის წინ

ამაღლობელი პოლიციელი
შსს-მ მზია ამაღლობელის არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი დააწინაურა - მედია

მზია ამაღლობელის საქმე - დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე, პოლიციელი თამარ კერესელიძე გამოკითხეს.  კერესელიძე პოლიციის ს თანამშრომელია, რომელმაც ჟურნალისტის დაკავების ოქმი შეა...

პოლიტიკა 15:44