„დეზინფორმაციაა, რომ საქართველოში VISA-ს და MASTERCARD-ის შეზღუდვა იგეგმება“ - სებ-ი

ვიზა მასთერქარდი

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, "დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება".

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება.

პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას.
 
ამ ფუნქციის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის საგადახდო სისტემის განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ კუთხით კონკურენტული გარემოს შექმნისთვის. კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს საგადახდო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.
 
აღნიშნული კომპანიები 25 წელზე მეტია, წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო. Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანს-სასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები.
 
თუმცა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა - მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.
 
ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. ღია ბანკინგის მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.

უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და "ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით.

მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.
 
დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.
 
განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მოსმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 27 მარტს, ერთპარტიული ქართული ოცნების დეპუტატმა, ვაკო თურნავამ თქვა, რომ "VISA-სა და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი".

"ალბათ, მალე შესაძლებელი იქნება ბარათის ნაცვლად პირდაპირ მივაბათ ანგარიში, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. კითხვა ზუსტად ასეთია, გამოიწვევს თუ არა ეს ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?", - თქვა თურნავამ.

ამის საპასუხოდ, ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.

"გარდა ღია ბანკინგისა, ვმუშაობთ სხვა – Switch national card processor-ის პროექტზე, რომელიც Visa-სა და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს ლარის გადარიცხვებზე. ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის", - თქვა გალდავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე ზურაბიშვილ
„შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყველას, ვინც მიშას შურისა და ბოღმის გამო აქამდე მიიყვანეთ ქვეყანა“ - მეგი გოცირიძე ზურაბიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichviliნაცებს ხმა რომ მიეცათ, შენს იმპიჩმენტზე, მეორე დღესვე ვირის აბანოში ჩაგაყუდებდნენ, შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყვ...

სოცმედია 19:45

ნინო ჯანგირაშვილი
„დღეს ლევან ხაბეიშვილი ჩხუბობდა ძაააან... ყველას ვალი დაგვადო... გამოდით ნაცებო, გამართეთ ხალხმრავალი აქცია... თუ არ გააკეთოთ, თქვენ იყოთ ზარქუები“ - ნინო ჯანგირაშვილი

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: დღეს ლევან ხაბეიშვილი ჩხუბობდა ძაააან ტვ პირველზე. ყველას ვალი დაგვადო. მე ზუსტად ვერ გავიგე რა მმართებს მისი და ნაცმოძრაობის, მაგრამ ოკ, შევიტენი ყველა ვალ...

სოცმედია 19:41

ზურაბიშვილი
„მინდა, ქართულ ჯარს ბოდიში მოვუხადო“ - სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  ჯარს ბოდიშს უხდის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს შე...

პოლიტიკა 19:34

თაკო ჩრკვიანი ზურაბიშვილი
„დღეს “ნაპრეზიდენტალ” სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რუსთაველზე პომპეზურად შემოსვლა, სიტყვა - სრული სიცარიელე, ბოლი - “ტრუხა”, არცერთი სიტყვა, არც ერთი ამ კომისიის მოღალატეობრივ საქმიანობაზე, თუმცა რა უნდა ეთქვა“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, ყოფილი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი: რამდენიმე დღეა ღია ღალატს ვუყურებთ ტვ ეთერში ამ რაღაც “წულუკ-წუნკალ-კომისიით” და ამ დროს ამ ფონზე დღეს “ნაპრეზიდენტალ” სალომე ზურა...

სოცმედია 19:30

ზურაბიშვილი.PNG
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას - პრეზიდენტის სიტყვა სრულად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის 124-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ისაუბრა 31 მარტის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და...

პოლიტიკა 19:17

წულუკიანი ზურაბიშვილი
„მმართველი, რომელიც ამას უკეთებს ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე

"პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტი"- ასეთი შეფასება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წულუკიანის კომისიას.   სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "მმართველი, რომელიც ამას უკე...

პოლიტიკა 19:12