PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა

პსპ რეთალი

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.

ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე. საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.

ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა. PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.

 

2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft 365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.

 

გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ, უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.

 

„Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.

 

პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს ამ სფეროში.“-აცხადებენ PSP-ში.

PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოფხაძე
„მოით... გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მოით რა ვქნათ იციით?.. თუ არც პლატფორმამ, პანელმა და პოდიუმმა არ გაამართლა.. გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა..

სოცმედია 20 წუთის წინ

ლელა ჯეჯელავა
„რა უბედურებაა მიშას პორტრეტზე ეს გულყრები და ადამიანების დამუნათებ... პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძვით და პუტინის პირადი პატიმრის ფოტო გიშლით ხელს ბრძოლაში? თქვენი ლოგიკის მასწავლებელი მოვიკითხე კახურად მე“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: მიტინგზე ზოგი პოლიტიკოსის გვერდით დგომა მეც შეიძლება არ მახარებდეს, მაგრამ იმდენი პატივისცემა კი მაქვს იმ პოლიტიკოსების ამომრჩევლისა, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრო და ერთია...

სოცმედია 23 წუთის წინ

ხატია დეკანოიძე
„არ ინერვიულოთ, სახელობითი აკრძალვა იქნება მალე ნაცმოძრაობის წევრების, სხვა პარტიებისაც“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: არ ინერვიულოთ, სახელობითი აკრძალვა იქნება მალე ნაცმოძრაობის წევრების, სხვა პარტიებისაც.იმ ბანერიან ქალებსაც დაიჭერენ მალე აკრძალული ბანერებისთვის. სალომე ზურაბიშვილიც შესაძლოა “კანონგ...

სოცმედია 26 წუთის წინ

ივანიშვილი რუხაძე
სკანდალური გამოძიება ივანიშვილის რუსულ კავშირებსა და კორუფციულ გარიგებებზე - ბრიტნული მედია

ბრიტანული Byline Times ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის რეჟიმთან კავშირებზე წერს.   გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანია Hunnewell Partners, რომე...

პოლიტიკა 45 წუთის წინ

კახა გოგიძე
„მოდი, იდი-თ ნა@უი-თ, რაა!!! პლატფორმა არა, ღანძილის წნილი!” – კახა გოგიძე

მსახიობი კახა გოგიძე: ,,ნადიმს რატომ გამოურთეთ მიკროფონი?! პაატა ბურჭულაძე რატომ არ ალაპარკეთ?! მოდი იდი-თ ნა@უი-თ რაა!!! პლათფორმა არა ღანძილის წნილი!”

სოცმედია 55 წუთის წინ

მეგი გოცირიძე ზურაბიშვილ
„შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყველას, ვინც მიშას შურისა და ბოღმის გამო აქამდე მიიყვანეთ ქვეყანა“ - მეგი გოცირიძე ზურაბიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichviliნაცებს ხმა რომ მიეცათ, შენს იმპიჩმენტზე, მეორე დღესვე ვირის აბანოში ჩაგაყუდებდნენ, შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყვ...

სოცმედია 31 მარტი 19:45