ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

მსოფლიო 26 მარტი 19:39

ერდოღან


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრები მოხვდა. 

 


ცნობისთვის კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა - სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გუშინ, მეხუთე ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავა
მამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 323 ადამიანი დააკავა.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი გახარია
"საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს" - "გახარია საქართველოსთვის"

"საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიან...

პოლიტიკა 13:09

არჩილ ხოფერია
"ომი ვინ დაიწყო, სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ძირითადად თავდაცვითი ომების ისტორიაა" - არჩილ ხოფერია

"ომი ვინ დაიწყო სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ომების ისტორიაა. ძირითადად თავდაცვითი ომების. და როცა ჩვენ ვუტევდით იმ მ...

პოლიტიკა 13:08

მამუკა მამულაშვილი
"2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი" - მამუკა მამულაშვილი

"უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის ქართული ლეგიონის მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქა...

პოლიტიკა 12:15

ავთო ქაჯაია 1
"ომი დაიწყო ოკუპანტმა რუსეთმა, ქართული მხრიდან ეჭვქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი" - ავთო ქაჯაია

"საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგი ს-ტი ა. ქაჯაია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ს-ტი ვაცხადებ - ომი დაიწყო ოკუპანტმა რუსეთმა, ქართული მხრიდან ეჭვქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი,...

პოლიტიკა 12:08

ჯარისკაცი ჯონი ბაძაღუა
"რასაც ვუყურებთ, ეს არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი... არასოდეს, სანამ პირში სული მიდგას, არ მოვიხდი ბოდიშს მტრის წინაშე" - ჯარისკაცი, ჯონი ბაძაღუა

"2008 წელს, საქართველო უმაღლესი მთავარსარდლიდან (პრეზიდენტი) დაწყებული რიგითის ჩათვლით მომხდურს, როგორც ყოველთვის, ღირსეულად დაუხვდა, მთელმა არმიამ იბრძოლა მამაცურად და შესაძლებლობის მაქსიმუმზე - არ მ...

პოლიტიკა 12:02

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა
"რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ, არ ემსახურება სიმართლის დადგენას" - არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

"ეკლესია და ჯარი – საყრდენები, რომლებიც ბოროტებას არ აწყობს. წლების განმავლობაში, ეკლესია და ჯარი ყველაზე რეიტინგულ და ნდობით აღჭურვილ ინსტიტუციებად ითვლებოდა. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა და ადა...

საზოგადოება 11:59