რა სიახლეები დაგხვდება ისევ საუკეთესო მობილბანკში - მარტის განახლება

მობილბანკ

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას  აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს  ახალი ფუნქციონალები დაემატა.

 

აღნიშნული სიახლე მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და უფრო კომფორტული გახდეს როგორც საბანკო, ასევე სხვა სერვისების მიღება.

 

მობილბანკის მარტის თვის განახლების 5 სიახლე:

 

გადარიცხეთ მარტივად  — მობილბანკის უახლეს ვერსიაში თანხის გადარიცხვა და კომუნალურების გადახდა უკვე პირდაპირ მთავარი გვერდიდან შეგიძლიათ. საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ, რაც ოპერაციას მნიშვნელოვნად აადვილებს. ხოლო, თუ თანხას სხვას ურიცხავთ, ვალუტის შეცვლა გადარიცხვის პროცესში შეგიძლიათ ისე, რომ ახალ გვერდზე გადასვლა არ დაგჭირდებათ.

 

აღმოაჩინეთ გადახდის განვადება — ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ნივთი შეიძინეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიხვდით, რომ გადახდილი თანხა სხვა რამეში გჭირდებათ. ამიერიდან დიდი თუ მცირე შენაძენისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მობილბანკს გადახდის განვადება დაემატა.

 

გადახდის განვადება საშუალებას გაძლევთ, ნივთში გადახდილი თანხა (200-5000 ლარამდე) უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და 12 თვის განმავლობაში დაფაროთ. გადახდის განვადებით სარგებლობისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 19.8%-დან იწყება, წინსწრებისა და გაცემის საკომისიო კი  0%-ია.

 

შეცვალეთ სესხის გადახდის გრაფიკი — თუ მიმდინარე სესხი გაქვთ ან ნაწილ-ნაწილს იხდით, გადახდის გრაფიკი უკვე მობილბანკიდან შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, თუ გსურთ, გადახდის დღე ხელფასისას დაამთხვიოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსების ახლებურად გადანაწილება გსურთ, ცვლილებების განხორციელება მარტივად შეგიძლიათ.

 

აღადგინეთ Amex ბარათი მარტივად — თუ Amex-ის საკრედიტო ბარათი დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან ვადა გაუვიდა, მისი აღდგენის მოთხოვნა ახლა პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლიათ. ამისთვის, მობილბანკის უახლესი ვერსია უნდა გახსნათ და Amex ბარათის აღდგენის ღილაკს დააჭიროთ.

 

მიიღე 5 000, 10 000 ლარი და PLUS ქულები — საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, 10 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ PLUS ქულები და დასაჩუქრდეთ 5 000 ან 10 000 ლარით. წესები მარტივია, უნდა გქონდეთ მობილბანკი და გაიაქტიუროთ სასურველი პროდუქტი (მაგ: გახსნათ ანაბარი, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, შეუკვეთოთ ბარათი და სხვა.)  ნებისმიერი პროდუქტის აქტივაციაზე ყოველი მე-20, 50-ე და მე-100 მომხმარებელი მიიღებს საჩუქარს. გაზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი  ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

თუ სულ ახალი მობილბანკით გსურთ სარგებლობა, აპლიკაციის გადმოწერას/განახლებას მარტივად შეძლებთ Play Store-იდან და App Store-იდან, ამისათვის საჭიროა მოძებნოთ Bank Of Georgia და მიჰყვეთ პროცესს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე ზურაბიშვილ
„შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყველას, ვინც მიშას შურისა და ბოღმის გამო აქამდე მიიყვანეთ ქვეყანა“ - მეგი გოცირიძე ზურაბიშვილს

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichviliნაცებს ხმა რომ მიეცათ, შენს იმპიჩმენტზე, მეორე დღესვე ვირის აბანოში ჩაგაყუდებდნენ, შე ბებერო კუდიანო, მიშას ჭირი გეცეს შენ და ყვ...

სოცმედია 19:45

ნინო ჯანგირაშვილი
„დღეს ლევან ხაბეიშვილი ჩხუბობდა ძაააან... ყველას ვალი დაგვადო... გამოდით ნაცებო, გამართეთ ხალხმრავალი აქცია... თუ არ გააკეთოთ, თქვენ იყოთ ზარქუები“ - ნინო ჯანგირაშვილი

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: დღეს ლევან ხაბეიშვილი ჩხუბობდა ძაააან ტვ პირველზე. ყველას ვალი დაგვადო. მე ზუსტად ვერ გავიგე რა მმართებს მისი და ნაცმოძრაობის, მაგრამ ოკ, შევიტენი ყველა ვალ...

სოცმედია 19:41

ზურაბიშვილი
„მინდა, ქართულ ჯარს ბოდიში მოვუხადო“ - სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  ჯარს ბოდიშს უხდის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს შე...

პოლიტიკა 19:34

თაკო ჩრკვიანი ზურაბიშვილი
„დღეს “ნაპრეზიდენტალ” სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რუსთაველზე პომპეზურად შემოსვლა, სიტყვა - სრული სიცარიელე, ბოლი - “ტრუხა”, არცერთი სიტყვა, არც ერთი ამ კომისიის მოღალატეობრივ საქმიანობაზე, თუმცა რა უნდა ეთქვა“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, ყოფილი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი: რამდენიმე დღეა ღია ღალატს ვუყურებთ ტვ ეთერში ამ რაღაც “წულუკ-წუნკალ-კომისიით” და ამ დროს ამ ფონზე დღეს “ნაპრეზიდენტალ” სალომე ზურა...

სოცმედია 19:30

ზურაბიშვილი.PNG
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას - პრეზიდენტის სიტყვა სრულად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის 124-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ისაუბრა 31 მარტის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და...

პოლიტიკა 19:17

წულუკიანი ზურაბიშვილი
„მმართველი, რომელიც ამას უკეთებს ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე

"პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტი"- ასეთი შეფასება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წულუკიანის კომისიას.   სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "მმართველი, რომელიც ამას უკე...

პოლიტიკა 19:12