ვიდეო: როგორ დაიგეგმა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა - ახალი კადრები

კრიმინალი 23 მარტი 4:56

ჯანგველაძის ძმა

"შაბათის ეთერმა" ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაზე ჩასაფრების ახალი კადრები მოიპოვა - კადრები ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე 13 წამით ადრეა გადაღებული. ამ დროს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა ჭავჭვაძის 7 ნომრის სადარბაზოდან გამოდის. კადრების მიხედვით, გელა უძილაური ჭავჭვაძის გამზირზე ერთ-ერთ სკამზე ზის და სხვა მიმართულებით იყურება.

სანამ კადრში ჯანგველაძე და კახა ძანძავა გამოჩნდებიან, მოულოდნელად, უძილაური დგება, კეპზე ხელს იკიდებს, რამდენიმე წამში კი ვიდეო-მასალაში ლევან ჯანგველაძე და კახა ძანძავა ჩნდებიან.

სათვალთავლო კამერების ჩანაწერები აჩენს ვარაუდს, რომ გელა უძილაური ჭავჭვაძის გამზირზე იმ დღეს მარტო არ იყო. მას მინიმუმ თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდა.
ჰყავდა თუ არა ქილერს ინფორმარმატორი, ვინც საბედსიწერო ღამეს ლევან ჯანგველაძის გადადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა? - ინფორმაციას პროკურორი არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა გია შაიშმელაშვილი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის პროკურატურა იკვლევს, გელა უძილაურის სატელეფენო კომუნიკაციას - მკვლელობის დღეს და მანამდე.

ვიდეო სათვალთვალო კადრებით ჩნდება განცდა, რომ გასროლამდე ქილერს კახა ძანძავასთან და ლევან ჯანგველაძესთან სიტყვიერი კომუნიკაციის მცდელობაც ჰქონდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია ის ძანძავავ.  კადრში ჩანს, რომ ის უძილაურის მიმართულებით ბრუნდება, ქილერი სროლას აპირებს, თუმცა მას ხელს შემთხვევით გამვლელები უშლიან.

რა უთხრა გასროლამდე გელა უძილაურმა ჯანგველაძეს? - ეს კითხვა დიდი ალბათობით საგამოძიებო უწყებამ უკვე დაუსვა კახა ძანძავას, რომელიც ძალიან ახლოს დგას და შესაძლებელია ქილერის ნათქვამი გაეგო. ერთ-ერთი ვერსიით, კახა ძანძავამ მოისმინა ფრაზა - "მოკითხვა საბერძნეთიდან".

 

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 22 საათსა და 37 წუთზე 14-ჯერ ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას 10 ტყვიიდან ერთი პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვერდილი - ის ადგილზე გარდაიცვალა. 
ერთ-ერთი ვერსიით, გელა უძილური თვეების წინ, დეკემბერში რამდენჯერმე იმყოფებოდა სასტუმრო "ამბასადორთან", რომელსაც ლევან ჯანგვალაძე ხშირად სტუმრობდა და რამდენჯერმე ჩასაფრებაც მოუწყო სასტურმოს ტერიტორიაზე.

 

ამ ინფორმაციას გამომძებელ ჟურნალისტთან, მარიამ გაფრინდაშვილთან საქმის პროკურორი ვერ უარყოფს - გია შაიშმელაშვილი ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყება ყველა ვერსიაზე მუშაობს - იკვლევნ უძილაურის კონტაქტებს და ფიანანსსურ ტრანზაქციებსაც კი.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე სვეტიცხოველი
"ყველაფერი ხდება რა... მუდმივი არაფელი არ არის“ - ივანიშვილის წარმომადგენელი ბეჟან წაქაძე სვეტიცხოველზე

"ყველაფერი ხდება რა... [...]ნუ, ყველაფერი ხდება, შეიძლება, რაღაც გაფუჭდეს ხო? მუდმივი არაფელი არ არის. ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია. [...]რემონტდებოდა გარკვეული პერიოდების შემდეგ და კეთდებოდა....

საზოგადოება 3:47

ტრამპი კენედ
რა არის მნიშვნელოვანი კენედის მკვლელობაზე ტრამპის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში

18 მარტს დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ასობით ახალი დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.   ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას კენედის მკვლელობი...

მსოფლიო 3:43

ზელენსკი  1
„აშშ, რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინას კიდევ ერთხელ შეხვდება“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია განმეორებითი შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელდა...

რუსეთ-უკრაინის ომი 3:20

რუბიო
„უკრაინის ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს“ - რუბიო

ამ (უკრაინის) ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ეს არის ჩვენი პრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 3:18

ხუბეჯაშვილი
„ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა“

ჟურნალისტი კატიე თუთბერიძე სოცქსელში წერს: ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, - მათე დევიძის საქმის პროკურორი, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს...

სოცმედია 3:11

სკანდალი ტრამპი
დიდი სკანდალი: ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი შემთხვევით იერიშების განხილვის ჩატში დაამატა

გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა.  ...

მსოფლიო 24 მარტი 20:57