1743131785
„არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს“ - „ოცნება” VISA-ს და Mastercard-ის “გავლენის შემცირებას გეგმავს
მსოფლიო • 25 მარტი 3:43
18 მარტს დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ასობით ახალი დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას კენედის მკვლელობის საქმით დაინტერესებული ბევრი ადამიანი ელოდა თუმცა მრავალი ექსპერტის მოლოდინის შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მასალები ყველა დარჩენილ კითხვებს ბოლომდე არ პასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ უახლეს დოკუმენტებში აქამდე გამოქვეყნებული მასალები შედის, ახლა, განსხვავებით წინა გამოცემებისგან, მათი ნაწილი უფრო სრული სახითაა გამოქვეყნებული. მათი საშუალებით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) კენედის მკვლელს დანაშაულამდე დიდი ხნით ადრე ყურადღებით ადევნებდა თვალს.
როგორც 1960-იან წლებში აშშ-ს სახელმწიფო გამოძიებამ დაასკვნა, მკვლელი - ლი ჰარვი ოსვალდი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს საბჭოთა კავშირს აფარებდა - მარტო მოქმედებდა.
თუმცა, 60 წლის შემდეგაც კი ეს საქმე საზოგადოების ნაწილში კითხვებს იწვევს და მკვლელობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები მრავლად არსებობს.
წარმოგიდგენთ მთავარ სიახლეებს, რომელიც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გამოჩნდა:
მეტი დეტალი ოსვალდის შესახებ
Washington Post-ის ყოფილი რეპორტიორისა და JFK FACTS-ის ბლოგის ედიტორის, ჯეფერსონ მორლის თქმით, ახალგამოქვეყნებული დოკუმენტები უფრო ნათელს ხდის, როგორ ყურადღებით უთვალთვალებდა CIA ოსვალდს. მორლის თქმით, კენედის მკვლელი CIA-ის ყურადღების ცენტრში დიდი ხნის განმავლობაში იყო, რაც მხოლოდ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
აქამდე ბევრი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნებულა, მაგრამ ახლა უფრო სრული ვერსიებია ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები მათ შესწავლას აგრძელებენ, ახალ მასალებში შოკისმომგვრელია არაფერია.
ფილიპ შენონმა, რომელმაც კენედის მკვლელობაზე 2013 წელს წიგნი გამოსცა, აღნიშნა, რომ ოსვალდი 1963 წლის სექტემბერში, პრეზიდენტზე თავდასხმიდან რამდენიმე თვით ადრე, მეხიკოში გაემგზავრა. მისივე თქმით, ქალაქში ყოფნის დროს CIA ოსვალდს უთვალთვალებდა.
"არსებობს დამაჯერებლობის მიზეზი, რომ ის მეხიკოში კენედის მკვლელობაზე ღიად ლაპარაკობდა და ხალხმა მისი ეს ნათქვამი გაიგო." - თქვა შენონმა.
აქამდე გამოქვეყნებული 1975 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, CIA ეცადა წარმოეჩინათ, რომ ოსვალდის მეხიკოში მოგზაურობაზე იმაზე ნაკლები იცოდნენ, ვიდრე სინამდვილეში. სააგენტომ შეძლო ჩაეწერა სამი სატელეფონო საუბარი ოსვალდსა და საბჭოთა კავშირის საელჩოს შორის, მაგრამ ერთ-ერთი ზარის დროს პრეზიდენტის მომავალი მკვლელი უბრალოდ საკუთარ თავს წარადგენდა.
მეტი ინფორმაცია სადაზვერვო მეთოდების შესახებ
ახალი დოკუმენტების ნაწილი უფრო ნათელს ხდის კენედისა და CIA-ის შორის არსებულ ურთიერთობას, ასევე პრეზიდენტის დამოკიდებულებას სადაზვერვო მეთოდების მიმართ. დაუთარიღებელი ჩანაწერი, რომელიც ახლახანს გასაჯაროვდა, კენედის მრჩევლის, არტურ შლეზინგერის ჩანაწერის უფრო ფართო ვერსიას ასახავს. ეს დოკუმენტი, რომელშიც CIA და საგარეო პოლიტიკის გატარებაში მისი როლია გაკრიტიკებული, ასახავს სააგენტოს ფართომასშტაბურ ჩართულობას აშშ-ს საელჩოებში, მათ შორის მოკავშირე ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი.
ჩანაწერში შლეზინგერი კენედის აფრთხილებს საგარეო პოლიტიკაზე არსებულ CIA-ის გავლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობასთან პირდაპირ დაკავშირებული არაა, ამ დოკუმენტიდან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და კენედის ცუდი ურთიერთობა უფრო ნათელი ხდება.
რაც შეეხება სადაზვერვო მეთოდებს, ერთ-ერთი დოკუმენტი აღწერს ფლუოროსკოპიული სკანირების გამოყენებას - რენტგენის სხივებით ობიექტის შიგნით არსებული გამოსახულებების ჩვენებას. ეს ტექნიკა შეიქმნა იმისთვის, რომ აღმოეჩინათ ფარული მიკროფონები, რომლებიც შესაძლოა CIA-ს ოფისების მოსასმენად ყოფილიყო დამონტაჟებული.
კიდევ ერთ დოკუმენტში CIA აღწერს სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა იმ საჯარო ტელეფონების დადგენა და მონიშვნა, რომლებიც ისმინებოდა. მოსანიშნად გამოიყენებოდა განსაკუთრებული საღებავი, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ჩანდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში მოხსენიებულია ჯეიმს მაკკორდი, რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უოთერგეიტის სკანდალში, რამაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია.
არის თუ არა ახალი ფაილები სრულად დაურედაქტირებელი?
აშშ-ში 1992 წელს მიღებული კანონი მოითხოვდა, რომ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი 25 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულიყო, თუმცა კანონში გათვალისწინებული იყო მექანიზმი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის მიზეზით დოკუმენტების არასრული ფორმით გასაჯაროების საშუალებას იძლეოდა.
გამჭვირვალობისკენ მოთხოვნამ დროთა განმავლობაში მეტი სრული დოკუმენტის გამოქვეყნება გამოიწვია. ტრამპმა საკუთარი პირველი ვადის დროს და ჯო ბაიდენმაც გამოაქვეყნეს დოკუმენტების ნაწილები. ახალი დეტალების გასაჯაროებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ დაქვემდებარებულებს სთხოვა, "არაფერი დაერედაქტირებინათ". თუმცა ეს რეალობას სრულად არ შეესაბამება - ახალ დოკუმენტებში გარკვეული შესწორებები მაინც შევიდა. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ დოკუმენტების ამ ფორმით გასაჯაროება გამჭვირვალობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
ჯეფერსონ მორლის თქმით, ეროვნულ არქივში კვლავ რჩება გამოსაქვეყნებელი დოკუმენტები, რომლებსაც CIA და FBI ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეს მოღალატეები რომ ამბობ...
პოლიტიკა • 3 წუთის წინ
რეჟიმი აგვისტოს ომის გენერლების წინააღმდეგ - თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე დღეს მამუკა ყურაშვილს სიტყვა გააწყვეტინა, უყვირა და სამხედრო მუნდირში შემოსილ მებრძოლს საქვეყნოდ შენიშვნებ...
პოლიტიკა • 4 წუთის წინ
კოალიცია ძლიერი საქართველოს ადვოკატი, თორნიკე ართქმელაძე და მათი ოფისის მენეჯერი, ეკა გიორგობიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და თ...
პოლიტიკა • 5 წუთის წინ
თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში. გახსოვდეთ, რომ შე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 7 წუთის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, "დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება". "გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 10 წუთის წინ
ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას წულუკიანმა 27 მარტს გადაუგზავნა. ინფორმაცია გაბიტაშვილის უ...
პოლიტიკა • 12 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა