აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა - Reuters

მსოფლიო 6 აპრილი 14:47

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროზე, ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ირანი უკუაგდებს აშშ-ის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ან დაიბომბება. ირანის უზენაესი ლიდერი მეზობელ ქვეყნებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩარევის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.

 

წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.

"ირიბი მოლაპარაკებები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ," - განაცხადა წყარომ. 
მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება მალე დაიწყოს, თუ მას აშშ დაუჭერს მხარს.

 

Reuters-ი ასევე წერს, რომ ირანმა ერაყზე, ქუვეითზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, კატარზე, თურქეთსა და ბაჰრეინზე შეტყობინება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მხარდაჭერა ირანზე აშშ-ის თავდასხმისთვის, მათ შორის მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ამერიკელი სამხედროების მიერ თავდასხმის დროს, მტრულ აქტად ჩაითვლება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი ბიზნესმობილბანკი
შესაძლებლობები დამწყები ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ორგანიზაცია აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს ავითარებს და დამწყებ  ბიზნესს საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინსტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 6:40

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს

15 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო...

საზოგადოება 6:33

საქბანკიიიიიიი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა.   ვორკშოპზე იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 6:26

დათო ოქიტაშვილი
„თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე კრუგებს ვურტყავდი“ - დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი: ვიღაც-ვიღაცეების გასაგონად  თქვენ ,რომმოდიოდით მე უკვე კრუგებს ვურტყავდი  ზოგ-ზოგიერთი დაბადებულიც კი არიყავით  და "პლიონკაში იყავით გახვეულ...

სოცმედია 6:24

კონგრესი
აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 6:21

ვაშაძე
„თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმება "მეგობარი აქტის" გადასაფარად შემოაგდეს“ - გიორგი ვაშაძე

თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ - მეთქი. განა არ უნდათ რომ მარ...

პოლიტიკა 6:15