მსოფლიო • 22 მარტი 8:31
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს.
იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მათ ქვეყანა ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა დატოვონ, ხოლო დეპორტაცია, აშშ-ს არდატოვების შემთხვევაში, მათ 24 აპრილიდან დაემუქრებათ.
530 000 იმიგრანტი, რომლებსაც ლეგალური სტატუსი გაუუქმდებათ, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, CHNV-ის (Parole for Cubans, Haitians, Nicaraguans, and Venezuelans) პროგრამის ფარგლებში შემოვიდნენ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევდა, აშშ-ში ლეგალური სტატუსით მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ, თუ ამერიკელი მოქალაქე მათ ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდებოდა.
პროგრამა შემდეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერით გააუქმა.
უცნობია, თუ რამდენმა იმიგრანტმა შეძლო სხვა სტატუსის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემდა მათ, აშშ-ში ლეგალურად დარჩენილიყვნენ.
CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად 2022 წელს ვენესუელელებისთვის შეიქმნა, ხოლო შემდეგ ზემოხსენებულ სხვა 3 ქვეყანაზეც გავრცელდა.
პროგრამა უფლებას აძლევდა იმიგრანტებსა და მათ უახლოესი ოჯახის წევრებს აშშ-ში ჩასულიყვნენ, თუ მათ ამერიკელი სპონსორიც ჰყავდათ და ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. პროგრამის მიზანი არალეგალური მიგრაციის შემცირება, მექსიკასთან საზღვრის დაცულობის გაუმჯობესება და იმიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზება იყო.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 21 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.
"[ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა იმიგრანტებს] შესაძლებლობა მისცეს, რომ ამერიკული სამუშაო ადგილებისთვის [ამერიკელებს] შეჯიბრებოდნენ და დაეკნინებინათ ამერიკელი მუშახელი; მათ აიძულეს საჯარო მოხელეები, რომ ხელი შეეწყოთ პროგრამებისთვის მაშინაც კი, როდესაც თაღლითობა გამოვლინდა; მათ კონგრესში რესპუბლიკელებს დააბრალეს ქაოსისა და კრიმინალის ზრდა, რაც ამან გამოიწვია". - BBC-ის ცნობით, წერია დეპარტამენტის განცხადებაში.
გამოცემის ცნობითვე, ტრამპი დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას განიხილავს 240 000 უკრაინელისთვისაც, რომლებიც აშშ-ში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში. როგორც მან ჟურნალი...
პოლიტიკა • 11:52
თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა - "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლ...
პოლიტიკა • 11:46
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 11:30
„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კ...
პოლიტიკა • 11:28
გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და...
პოლიტიკა • 11:27
„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ“, - გან...
პოლიტიკა • 11:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა