„მიმიყვანეთ სასამართლოში - ეტყლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით“ - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ციხიდან

პოლიტიკა 24 მარტი 11:27

ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება.

 

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ.
ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა იგივე "სასამართლო". 
მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას ყოველ მიზეზ გარეშე უზურველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტყლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით"- წერს პატიმარი. 
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული აქვს და ვერ გადაადგილდება.

 

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარსედება.

მიუხედავად ყველაფრისა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს, მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდ!

 

რამდენადაც ფიზიკურად ვარ ამ მდგომარეობაში იმდენად მყარად ვარ შინაგანად. 
დღეს მე აქედან რაც შემიძლია ის არის ყველაზე ძვირფასი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გავიღო ეს არის ღირსების საკითხი და არა თვითმკვლელობა.

გაუფრთხილდით თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს ეს ადმიანები გმირები არიან"- წერს პატიმარი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 20:37

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 20:30

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 19:33

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...

პოლიტიკა 19:27