1699118119
ტარიელ ონიანი, მერაბ ჯანგველაძე, „ჭია“... - ქართველი "კანონიერი ქურდების" „სხადნიაკი“ პოლონეთში
მსოფლიო • 19 მარტი 19:33
19 მარტს, დილით, თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ბრალდებით სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავა. ექრემ იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება. იმამოღლუსთან ერთად დაკავებულია ასამდე ადამიანი.
სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, იმამოღლუს წინააღმდეგ ორი საქმეზე მიდის გამოძიება. პირველ საქმეში იმამოღლუს ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება და ტენდერების გაყალბება. მასთან ერთად დაკავებულ 100 ადამიანს შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები. ისინი ეჭვმიტანილები არიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ზოგიერთ ტენდერთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. მეორე საქმეში იმამოღლუ და კიდევ ექვსი ადამიანი ეჭვმიტანილია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარების გაწევაში. PKK თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ექრემ იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.
"ხალხის ნება არ შეიძლება ჩაახშო დაშინებით ან უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს, ისევე როგორც ყველას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიას და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - დაწერა იმამოღლუმ.
ექრემ იმამოღლუ ითვლება 2028 წელს დაგეგმილ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად და ერდოღანის მთავარ კონკურენტად. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევდა საპრეზიდენტო კანდიდატად 23 მარტს დაგეგმილ პრაიმერიზზე. თურქეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნებიც.
CHP-ის თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა იმამოღლუს დაკავებას "გადატრიალება" უწოდა.
”ხელისუფლება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერს არ აარჩევინოს მომავალი პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენი მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მცდელობას შევეჩეხეთ.“ - განაცხადა ოზელმა.
სტამბულის მერის დაკავებამ იმოქმედა ეკონომიკაზეც. იმამოღლუს დაკავების ფონზე ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად, 12%-ით დაეცა. გარდა ამისა, დაკავებამ გამოიწვია აქტივების მასიური გაყიდვა და Borsa Istanbul 100 ინდექსის კოლაფსი (-6,9%).
იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სოციალურ ქსელზე, მათ შორის X, YouTube, Instagram და TikTok-ზე წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ Reuters-ი Netblocks-ზე დაყრდნობით იუწყება.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის გარშემო და ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება ოთხი დღით აკრძალა. თუმცა თურქეთი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება სტუდენტებსა და სპეცრაზმს შორის.
მასშტაბური აქცია დაიგეგმა სტამბოლის ფათიჰის რაიონში, სარაჩჰანეს უბანში, სადაც ამ დროისთვის ათასობით ადამიანია შეკრებილი.
"უზარმაზარი სკანდალი - ადამიანი, რომელიც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, დიდ ბრიტანეთში წლების განმავლობაში უკონტროლოდ მოქმედებდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წი...
პოლიტიკა • 16:54
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ...
მსოფლიო • 16:05
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლ...
სპორტი • 15:59
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:37
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თუ ადამიანებს ჩვენც ავუკრძალეთ საკუთარი ნების გამოვლინება და სინდისის მიხედვით ცხოვრება, მაშინ რისთვის ვიბრძვით? მაგალითად, ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ად...
სოცმედია • 15:32
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს
სოცმედია • 15:29
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა