სტრასბურგმა დაარეგისტრირა საია-ს საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება

პოლიტიკა 20 მარტი 8:56

სტრასბურგი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.

საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება).

საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.

"პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.

საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ამასთან დაკავშირებით საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. მიუხედავად ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არ გამოჩენილიყო გაფერადებული წრის კვალი.

ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით, საიამ 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ეროვნულ დონეზე საიას სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქმის განხილვისას ასევე ჩაატარა კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტი. ექსპერიმენტმაც დაადასტურა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. მოგვიანებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა", - წერია განცხადებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამილა დოლიძემ
"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით" - საზმაუს ბორდის წევრი

"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით". - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ 21 მარტს გამართულ შეხვედრაზეცნობისთვის, საზოგად...

პოლიტიკა 15:53

ლევან მაჭავარიანი
"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას“ - ლევან მაჭავარიანი ე.წ. ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ კომისიასზე

"მივმართავ ახალგაზრდებს, უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ კომისიის მუშაობას, რეალურად დაინახონ, რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, როგორ დე...

პოლიტიკა 15:42

ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძესთან 2 პირი შევიდა, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - პაპიაშვილი

 მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პი...

პოლიტიკა 15:32

ნინო ზაუტაშვილი
"დაშინების მცდელობაა, მოკვლევა ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით დაიწყეს" - ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს.   საუბარია საზოგადოებრ...

პოლიტიკა 13:52

საზმაუ
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები“ - საზმაუს ბორდი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კიდევ ორი ჟურნალისტის საქმის პროკურატურაში გაგზავნას ითხოვენ

დაიწყება თუ არა შურისძიების ახალი სერია ჟურნალისტების წინააღმდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრუ...

პოლიტიკა 13:50

სვეტიცხოვლი
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა

სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.   გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილ...

საზოგადოება 13:45