1744369909
ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი პოლკოვნიკის სკანდალური განცხადება ივანიშვილზე
პოლიტიკა • 4 აპრილი 15:10
7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წინაპირობები და PACE-ს რეზოლუციით გათვალისწინებული კრიტიკა გათვალისწინებული არ არის, შესაძლოა, საპარლამენტო ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგაციას ნაწილობრივი უფლებამოსილებაც გაუუქმოს.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად გამოიწვია წევრები PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან.
„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრებმა (თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე) ასევე ინდივიდუალურად მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რჩება ევროპის საბჭოს „ერთგულ წევრად“.
აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში აღარ იქნებიან წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა.
ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი აღიარებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დაკისრებული სანქციები სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდებაა. ეს არის უბრალოდ გ...
პოლიტიკა • 16:21
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს
პოლიტიკა • 15:08
რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება - ყოველ კვირას ათასობით - ამ საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!!!...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:01
ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს. „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულ...
პოლიტიკა • 14:57
გიგი უგულავა: ისე ხო ახე იქნება ქოცებზე, რომ მოყვეს გახარიამ 20 ივნისსზე როგორ დაავალა ბიძინამ დარბევა.ჰა რას იტყვით ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც პ.ს. წულუკიანის მკვლ...
სოცმედია • 13:06
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 12:59
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა