„აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება“ - შსს ელენ ხოშტარიას დაკავებაზე

პოლიტიკა 29 მარტი 14:31

ელენე ხოშტარია

შსს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ვახო გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე", - წერია განცხადებაში.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 14:55

ჭიღლაძე პაპაშვილი
„ლაშა, უუუწმინდესის კურთხევით აჭმევდი სკინტლს ძროხებს?” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება: ,,ჯაან მორჭმუნე და ჯაან ეკლეშიური ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თურმე თავის ძროხებს ქათმის სკინტლს (ანუ ნაკელს) აჭმევდა და დაიხოც...

სოცმედია 14:54

ბოსნიელი სერბი ლიდერი
ბოსნიელი სერბი ლიდერი მოსკოვში გაიქცა – ბოსნია ინტერპოლის დაკავების ორდერს ითხოვს

ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი მოსკოვში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სარაევოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაკავების ორდერის – "წითელი ცირკულარის" – გამოცემა მოითხოვა. დოდიკი, რომელიც...

მსოფლიო 14:52

საქბანკიიიი
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო

მოსწავლეების რჩეულ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ბავშვების საყვარელი საჩუქრების კამპანია ბრუნდება! თუკი მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ sCoolApp-ი, აპლიკაციაში დარეგისტრირდებიან, საჩუქრად sCool Car...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:50

პოლიტიკა
„საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას...

პოლიტიკა 14:48