1744438261
„წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი დახვრეტილთა სიას აქვეყნებს
პოლიტიკა • 17/4/2024 • 10:52
„ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას
გუშინდელ აქციის კონკრეტული მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოხატული პროტესტის რადიკალურ ფორმებს.
კახა კალაძის თქმით, ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება
მოჰყვება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ იმყოფებიან დილიდან საღამომდე, იცავენ წესრიგს. იცავენ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას პირველ რიგში და თქვენ ნახეთ, რომ მშვიდობიანად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, არანაირი პრობლემა არ იქმნება ამ მხრივ. მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ძალადობაზე, ესვრი ქვებს აგინებ, აბულინგებ (რისი კადრებიც არსებობს, როგორ ესროდნენ პოლიციელებს, როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ). ჩვენ ხომ ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. აბა, ნახეთ, ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად პარიზის, გერმანიის, იტალიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, როდესაც პოლიციელს უპირისპირდებიან, რა რეაგირება მოსდევს ამას. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე. არავის არ აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები და ევროპული დამოკიდებულებები. ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქციაზე კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ დასაგმობია ყველანაირი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
„რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ. აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ მშვიდობიანი გზით თავის პროტესტს, შეხედულებას. შეიძლება ვიღაცა რაღაცაში არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ეს მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი გზით. მაგრამ, ის, რაც გუშინ ვიხილეთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ვიცით, ვინც დგას ამ ჯგუფების უკან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არის დონორი ორგანიზაციები, ყველაფერი ცხადია და ნათელია. ძალიან სამარცხვინო იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ:გმირობა რას ნიშნავს?სამშობლო რას ნიშნავს?და თქვენ საერთოდ ვის ემსახურე...
პოლიტიკა • 10:22
ქალბატონო თეა, გიორგი ანწუხელიძე იყო გმირი, ვისზეც ჩვენს შვილებს აუცილებლად მოვუყვები - ასე ეხმაურება წულუკიანის სკანდალურ განცხადებას მომღერალი ნუცა თოფიურია და ამბობს, რომ რაც დრო გადის რეჟიმი უფრო...
სოცმედია • 10:10
გაუგონარი რაღაცები ხდება! სახელების გადარქმევა და ფასეულობების გადაფასება აღარ ჰქვია ამას - ასე ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას ქეთათო ჩარკვიანი. ანწუხელიძის მშ...
პოლიტიკა • 9:56
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ. ცნობილი ხდება, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს...
პოლიტიკა • 9:55
შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ირწმუნება...
პოლიტიკა • 9:54
„ქართული ოცნება“ ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან - ამის შესახებ განცხადებას "ომეგა ჯგუფი" ავრცელებს. "ომეგა ჯგუფი" ინფორმაციით, ლო...
პოლიტიკა • 9:53
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა