„ინდიგოს "ჟურნალისტი" საბა სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით არის დაკავებული“ - ადვოკატი

პოლიტიკა 6 აპრილი 14:40

საბა სორდია 1

ინდიგოს "ჟურნალისტი" საბა სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა მარიამ ყველაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საბა სორდიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

"როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა და უნდა შეხვედროდა მეგობრებს, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით ითხოვდნენ მის პირადობის მოწმობას. საბას მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. პირადობა მიაწოდა, ამის შემდეგ სთხოვეს, რომ ასევე გაეხსნა ჩანთა, რაზეც დაემორჩილა და ჩანთა გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოინდომეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა მოკიდეს მას ხელი, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს მარჯანიშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში მისთვის არ უთქვამთ ,რომ აკავებდნენ და გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნისას მის მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე. ასევე მას ჩამოართვეს გოუ-პრო, რომელიც არის ახლა პოლიციაში, საბამ სთხოვა, რომ არ დაკარგულიყო კამერა, რაზეც უთხრეს, რომ თუ კიდევ გაიმეორებდ,ა დაუმტვრევდნენ კამერას. რაც არის პოლიციელის მხრიდან შეუსაბამო საქციელი.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მივმართოთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიურ მიმართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუ 48 საათით გაუგრძელებენ, სასამართლოში გადაიყვანენ, ან ხელწერილით გამოუშვებენ ხვალვე. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით." - განაცხადა მარიამ ყველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი ბიზნესმობილბანკი
შესაძლებლობები დამწყები ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ორგანიზაცია აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს ავითარებს და დამწყებ  ბიზნესს საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინსტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 6:40

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს

15 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო...

საზოგადოება 6:33

საქბანკიიიიიიი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა.   ვორკშოპზე იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 6:26

დათო ოქიტაშვილი
„თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე კრუგებს ვურტყავდი“ - დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი: ვიღაც-ვიღაცეების გასაგონად  თქვენ ,რომმოდიოდით მე უკვე კრუგებს ვურტყავდი  ზოგ-ზოგიერთი დაბადებულიც კი არიყავით  და "პლიონკაში იყავით გახვეულ...

სოცმედია 6:24

კონგრესი
აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 6:21

ვაშაძე
„თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმება "მეგობარი აქტის" გადასაფარად შემოაგდეს“ - გიორგი ვაშაძე

თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული. უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ - მეთქი. განა არ უნდათ რომ მარ...

პოლიტიკა 6:15