1743911841
ვიდეო: „თბილისში 13 წლის გოგონა მოხვდა ძალადობის ეპიცენტრში, რამდენიმე მოზარდიდან ერთ-ერთი ფიზიკურად დაესხა თავს“
პოლიტიკა • 2 აპრილი 13:59
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რეპრესიული კანონებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მოუწოდებენ "ოცნებას" შეაჩეროს რეპრესიული კანონები, ასევე, შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა და გაათავისუფლოს დაკავებულები.
მათი თქმით, პარლამენტის მიერ სათანადო ასჯარო კონსულტაციების გარეშე მიღებული კანონები, მათ შორის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" და კანონი "მაუწყებლობის შესახებ", დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გასამკაცრებლად.
"ეს კანონები რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას, ადამიანის უფლებების დაცვას, ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს", - წერენ ისინი.
მათი განცხადებით, ეს ნაბიჯები დამატებით ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში.
"მსგავსი ქმედებები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედია პლურალიზმის მიმართებით, და შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ მოველით კანდიდატი ქვეყნისგან. ისინი ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ამ ფასეულობების დაცვა არ არის მოლაპარაკებების საგანი.
ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მკაფიო და შეუქცევადი ერთგულება. ამისათვის საჭიროა, შეწყდეს ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პირები, შეჩერდეს რეპრესიული კანონები, გაიმართოს კონსულტაციების ვენეციის კომისიასთან, დიალოგში მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური აქტორის, რათა მოიძებნოს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება სრულად საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს
კრიმინალი • 11 წუთის წინ
დავით დარჩიაშვილი: ტრამპი პუტინზე უარესია. პუტინი პუტინია - რუსულ იმპერიულ/მაფიურ პარადიგმაში ბუნებრივად ზის. მისგან სხვას რას უნდა ელოდო?! აი, ტრამპმა, რაც დასავლური ცივილიზაცია და დემოკრატიაა, გადაც...
სოცმედია • 12 წუთის წინ
ნინო კალანდაძე: დიახ. ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი. ქოცი რა, რუსეთი. ამ ზიზღს აჩენს და კვებავს პროპაგანდით. ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ზიზღი...
სოცმედია • 14 წუთის წინ
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "პეპელას ეფექტი", ედვარდ ლორენცმა აღმოაჩინა - 1961 წელს. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიაში პეპელას ფრთების მოძრაობამ შესაძლოა, ტეხასში ტორნადო გამოიწვიოს. უფრო ქართულ...
სოცმედია • 18 წუთის წინ
პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: "შეეშვით" ლილუაშვილს - "ქართული ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ
სოცმედია • 22 წუთის წინ
ჭიათურაში, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. "ინფო იმერეთის" ცნობით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელთან შეხვედრის შემდეგ მი...
პოლიტიკა • 35 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა