„კომისიის დასკვნით, მივმართავთ საკონსტიტუციოს ენმ-ს და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე“ - ივანიშვილის მდინარაძე

პოლიტიკა 27 მარტი 19:17

პოლიტიკა

 
საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.

საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.

ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს.

მოგეხსენებათ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.

უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებითთქვა ივანიშვილის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი მთავრობაა
„ოცნება“ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

"შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას" - განაცხადა ი...

პოლიტიკა 52 წუთის წინ

კახა ოქრიაშვილი
„ერთადერთი გეგმა სამუშაო პროცესში ანუ უწყვეტ პროტესტშია“ - კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ დღეს დაანონსებული მასშტაბური აქციის ფონზე, მიმდინარე პრესა ორ ნარატივს ავრცელებს: არ არსებობს ერთობა და საზოგადოებას არ აქვს გეგმა. ოქრიაშვილი ორივე...

პოლიტიკა 55 წუთის წინ

კრემლი
ვინ დაესწრება საქართველოდან 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს

ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს - "პირველებისთვის" ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს  და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი...

პოლიტიკა 11:23

პუტინი
"პერიფრაზია, ციტატები არ იყო" - პესკოვი NBC News-ის ინფორმაციაზე, რომ ტრამპი პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია"

„ზოგიერთი ნახსენები განცხადება მოყვანილი იყო პერიფრაზით, ისინი არ იყო ციტატები" - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპი პუტინზე...

მსოფლიო 11:21

ჩიკვაიძე
გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან კლინიკაში ითხოვს გადაყვანას. მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნას  პენიტენციური დაწესებულება ჯერ არ აკმაყოფილებს. დაჭერილი ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად უკვე 20 დღეა შიმშილობს. ჩიკვაიძის...

პოლიტიკა 10:54

აშშ საელჩო
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაფრთხილების განცხადებას ავრცელებს. საუბარია ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთის მსურველების შესახებ. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით - დაგაკავებენ, გაგაძევ...

პოლიტიკა 10:52