„ოცნებამ" საქართველო ჩინეთს მიჰყიდა“ - გიორგი პატარიძე

პოლიტიკა 29 მარტი 14:41

პატარიძე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე:

ქართულმა ოცნებამ" საქართველო ჩინეთს მიჰყიდა...
პოლიტიკურ - ეკონომიკურ ჭრილში ვაფასებ მიმდინარე მოვლენებს.
ნათელია, ერთპარტიულ რეჟიმს სურს ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნება, ხელისუფლების ერთ ხელში აკუმულირება.
ამისთვის, პოლიტიკურად გარიგდა რუსეთთან და თითქმის მთლიანად ჩაწვა ხიდები დასავლეთთან.
სხვაგვარად არ გამოვიდოდა რეჟიმისთვის, ავტოკრატიის ამ ფორმით არსებობას საქართველოში მხოლოდ რუსეთი დაუჭერდა მხარს.
  მსხვილი ოპოზიციის სისუსტეების ფონზე, მიიტაცა არჩევნები, კარგად გამოიყენა კრემლის პროპაგანდა
  ხელისუფლების ყველა შტოს თითქმის ყველა საფეხური ერთპარტიულ მმართველობას, კლანს დაუქვემდებარა
  შექმნა ხელოვნური ოპოზიცია
  ცდილობს აპათიის დანერგვას და რეპრესიებით სამოქალაქო საზოგადოების "დაშოშმინებას.
 პოლიტიკური გარიგება რუსეთთან ერთია, მაგრამ საქართველოში სოციალური ფონის გაუარესებამ შეიძლება შეარყიოს ივანიშვილის მმართველობა.
ეს კრიტიკული ფაქტორია.
ხვდება ამდენს...
თავისთავად, საკუთარი ფულის ჩადებას ოლიგარქი არ აპირებს, პირიქით, ხელისუფლება სჭირდება დამატებით გამდიდრებისთვის და პირადი კაპიტალის უსაფრთხოებისთვის.
ოპოზიცია, მითუმეტეს - მსხვილი, მას არ ადარდებს დიდად, ნაწილი ერთმანეთს სჭამს, მეორე - კონტროლირებადია (პირდაპირ თუ ირიბად), მესამე - ილუზიებშია და ა.შ. ... მოკლედ, გაჰყო და ბატონობს.
  ოლიგარქისთვის საზოგადოება, აქტიური მოქალაქეები, ხდება პრობლემა, ამიტომ აშინებს, იჭერს და უზღუდავს დაფინანსების წყაროებს.
სანქციები - პრობლემაა, მაგრამ ამ ეტაპზე არც თუ ისე საგრძნობია.
ინვესტიციების შემცირება გამოიწვია (და წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად საგრძნობი გახდება) დასავლეთთან თვითმარქვია რეჟიმის ურთიერთობის კრიზისმა.
მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე დგას და აწი კიდევ უფრო მწვავედ დადგება ეკონომიკური კრიზისის წინაშე.
მარტივად, ვერ იყიდის მოქალაქეების იმავე რაოდება პროდუქციას იმ "მასშტაბით" რასაც აქამდე ყიდულობდა, დაიწყებს ეკონომიას.
რუსეთი ვერ გახდება მსხვილი ინვესტორი ივანიშვილის ერთპარტიული რეჟიმის ეკონომიკაში, თავისი გასჭირვებია დღეს.
ირანული კაპიტალი, დიდი ოდენობით, ასევე, საფრთხეა რეჟიმისთვის, წითელი ნაჭრის ფრიალია ტრამპის ადმინისტრაციისთვის.
რჩება - ჩინეთი, ჩინური კაპიტალის ინვესტიცია საქართველოში.
ჩინური ბიზნესი ისედაც ძლიერდებოდა საქართველოში ბოლო 10 -12 წლის განმავლობაში : მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, სავაჭრო თუ საბანკო სექტორში.
 აწი, უალტერნატივო გახდება.
ფაქტიურად, გამოდის, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად დასავლეთს "განაგდებს" საქართველოს ეკონომიკური სივრციდან და მთლიანად მიბმული გახდება ჩინეთზე.
"აბა, ომი გინდათ"?!
გუშინ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. 2017 წელს გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება....
ჩემთვის ამჟამად მიუწვდომელია სრული სტატისტიკა, მაგრამ არსებული მონაცემების მიხედვით, ევროპასა და კავკასიის რეგიონში ჩინეთის მიმართ ვალი ძირითადად უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივას.
ევროპაში ყველაზე მეტად ჩინურ ვალზე და კაპიტალზე დამოკიდებული ქვეყნები არიან ჩვენთვის "კარგად ნაცნობი"

 

სერბეთი – ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გააჩნია, მათ შორის ინფრასტრუქტურული სესხები

 

უნგრეთი – ასევე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საბანკო სექტორი.საქართველო – მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სახელმწიფო ვალი ჩინეთის მიმართ შედარებით დაბალია, ჩინეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.სერბეთს და უნგრეთს ეშველება, მაინც შუაგულ ევროკავშირის ტერიტორიაზე არიან, ჩვენ კი სრულად დამოკიდებული ვხდებით რუსულ პოლიტიკაზე და ჩინურ კაპიტალზე.სად ხედავს ამ ყველაფერში საშუალო სტატისტიკური "ქოცი" სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვას?"ევროპულ გეი ლაშქარს" და "საპატრიარქოს და რწმენის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ დიფ სთეითს" გავექცევით და "ვუის" , უფრო სწორად - სინ ძინ პინს შევეყარეთ?უვიზო რეჟიმიც დაწესდა ჩინელებისთვის. ხვალ ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე განსხვავებული აზიური სახის გამომეტყველებით გვეყოლება.და ამ ყველაფრის ფონზე, ვიღაც ფიქრობს რომ პოლიტიკური ბრძოლის არასწორი ფორმაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიღება?!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ამ სკლინტმა ერთსულოვნებ ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”

სოცმედია 21:02

ჯანგირაშვილი
“კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...

სოცმედია 21:00

მასკი და ტრამპი
"ვფიქრობ, რომ მასკი საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის კომპანიაშიდაბრუნდება" | ტრამპი

"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...

მსოფლიო 20:58

გამზარდია ივანიშვილი
ვიდეო: „ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

პოლიტიკა 20:56

ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 14:55