სახდეპი: „რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ... დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ -

პოლიტიკა 2 აპრილი 15:25

აშშ

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებად” შეაფასა.

www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

“გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?”
ამის შემდეგ www.globalnews.ge-იმ სახელმწიფო დეპარტამენტისგან შემდეგი პასუხი მიიღო.

“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
VIDEO: „მერე რა რომ გოგოა...“ - რუსთაველზე, პოლიციელები ძირს დაგდებულ მომიტინგე გოგოებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ცოტა ხნის წინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგე გოგოებს პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გასუწორდნენ. მიუხედავად იმისა,რომ აქციის მონაწილეები უკვე გადასული იყვნენ გზის სავალი ნაწი...

პოლიტიკა 7 აპრილი 21:23

საზოგადოება
პირველი „საშიში“ იდეალისტი იესო ქრისტე იყო - გოჩა მირცხულავა

მაშინ, როცა ქართული სახელმწიფო სხვა ჯიუტი რეალობის წინ დგას; მაშინ, როცა საპროტესტო მუხტის ავანგარდში ჟურნალისტები მთავარი როლის შემსრულებლად იქცნენ და პროფესიამ სამოქალაქო აქტივიზმს აუწყო ფეხი, ქართვ...

საზოგადოება 7 აპრილი 16:02

საბაგირო
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.   აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება...

საზოგადოება 7 აპრილი 15:25

სოფლის ნობათი
„სარეალიზაციო ქსელიდან სრულადაა ამოღებული რძის ის პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა“ - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "სოფლის ნობათის" კონკრეტული პარტია, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, სარეალიზაციო ქსელიდან სრულადაა ამოღებული. მათი ინფორმაციით, ამჟ...

საზოგადოება 7 აპრილი 15:01

ნინო ლომჯარია
„მოვახერხეთ მეორე ფრონტისგან თავის არიდება, ამის გამო "დიფ სთეითი" გაგულისებულია“ - ირაკლი კობახიძე

დიფ სთეითმა უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა, დიფ სთეითმა ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში...

პოლიტიკა 7 აპრილი 14:55

პუტინი
რუსეთში "არასასურველი" უცხოური ორგანიზაციების გვერდებზე რეკლამების განთავსებას კრძალავენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს.   კანო...

მსოფლიო 7 აპრილი 14:51