1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
პოლიტიკა • 30 მარტი 13:09
"საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, კერძოდ:
ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის;
აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას;
კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას;
აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას;
წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან;
ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს;
შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში;
ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია.
ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც მათი თქმით "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი.
კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს."- ნათქვამია პარტიის "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25
ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ი...
პოლიტიკა • 15:03
ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხ...
პოლიტიკა • 14:54
მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მა...
პოლიტიკა • 14:53
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...
საზოგადოება • 14:34
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა