„საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?“ - ლევან მურუსიძე სანქციებზე

პოლიტიკა 2 აპრილი 15:03

მურუსიძე


ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა.

ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაერთიანებულმა სამეფომ ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა
როგორც ივანიშვილის რეჟიმი სანქცირებული მოსამართლე ამბობს, დიდი ბრიტანეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები "რეპუტაციულად სასიამოვნო არ არის".

"რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება.

აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ლევან მურუსიძის კორუფციით, რომ რა კორუფცია?

საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?

მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამასთან კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო.

საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას.

 

ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც". - თქვა სანქცირებულმა მურუსიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხაინდრავა
„68 წლის გოგა ხაინდრავა მიმართავს 19 წლის შვილიშვილისტოლა გოგოს, დედა მოვ#@ან შენი... მე იმ ბიძამ გამზარდა, აგვისტოს ომში, რუსებმა რომ მოკლესო“

ქეთი მოლაშვილი სოცქსელში წერს: 68 წლის გოგა ხაინდრავა,პაპაჩემის ასაკის კაცი,უკვე თავისი დრო რომ მოჭამა და რომ უნდა გაჩერდეს,უბრალოდ რომ უნდა გაჩერდეს და ახალგაზრდობას მისცეს 'გზა ფართო', ასე მიმართავს...

სოცმედია 7 წუთის წინ

მილაძე
“გუშინ New Yorker-ში ვიყავი, შარვალს ვყიდულობდი და რომელი შარვალიც მოვისინჯე ჯიბეებში ფოტოზე ასახული ფურცლები ეწყო... მოლარეს ვკითხე, რა ხდება? მიპასუხა, ყოველ დღე ვიღაც მოდის და ასე ტოვებს ჯიბეებში ამეებსო...“

“გუშინ New Yorker-ში ვიყავი, შარვალს ვყიდულობდი და რომელი შარვალიც მოვისინჯე ჯიბეებში ფოტოზე ასახული ფურცლები ეწყო. გიორგი ახობაძე მაშინვე ვიცანი და მივხვდი, რომ რაღაც საპროტესტო აზრს ატარებდა ეს აქტი...

სოცმედია 14 წუთის წინ

მთავარი არხის ჟურნალისტი
ვიდეო: "ტიტუშკებს" კლინიკაში შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ" - ნაცემი ჟურნალისტი კლინიკაში რჩება

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც "ოცნების" პროპაგანდისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გიორგი მამნიაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.   "პირვ...

პოლიტიკა 17 წუთის წინ

ზელენსკი
„გასული კვირის განმავლობაში 1460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს; ასეთი თავდასხმები პუტინის პასუხია ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაზე“ - ზელენსკი

ყველა დარტყმა ჩვენი ხალხის, შვილების წინააღმდეგაა. ისინი ებრძვიან ბავშვებს სათამაშო მოედნებზე... - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმე...

რუსეთ-უკრაინის ომი 21 წუთის წინ

ავარია
ავარია ბათუმში - დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. დაშავებული ქალი...

შემთხვევა 25 წუთის წინ

შაქარიშვილი ხაინდრავა
შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა - ადგილზე იყო ხაინდრავაც

ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:   "ვატო...

პოლიტიკა 7:46