ვიდეო: "ტიტუშკებს" კლინიკაში შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ" - ნაცემი ჟურნალისტი კლინიკაში რჩება

პოლიტიკა 6 აპრილი 9:25

მთავარი არხის ჟურნალისტი

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც "ოცნების" პროპაგანდისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გიორგი მამნიაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

"პირველები" დაზარალებულ ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ქრონოლოგიურად იხსენებს. ამბობს, რომ მას ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით კითხვები ვატო შქარაშვილთან და გოგა ხაინდრავასთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მამნიაშვილმა პროპაგანდისტებს "მონა" უწოდა, ისინი მასზე თავდასხმაზე გადავიდნენ. მისი განმარტებით, შაქარაშვილი ჟურნალისტვისთვი ტელეფონის წართმევას ცდილობდა, რათა გადაღების საშუალება არ ჰქონოდა.

მამნიაშვილი ასევე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა ცემის ფაქტი გააპროტესტეს, ხაინდრავას სახლთან მივიდნენ და კვერცხები ისროლეს, დილიდან კლინიკასთან "ტიტუშკები" მივიდნენ, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

 

მაქვს ტვინის შერყევა და მაქვს გარეგანი დაზიანებები და დაბეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში. მთელი ღამის განმავლობაში კლინიკის გარე პერიმეტრზე ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები, საავადმყოფოს ურტყამდნენ წრეებს. შიგნით შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ.

ვატო შაქარაშვილის კაი კაცობა კი ვიცით. თავის დროზე ფონდები მისი საჩივრის საფუძველზე დაყადაღდა და ათობით და ასობით ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი დარჩა ფინანსური სახსრების გარეშე, რომელსაც ფინდი აწვდიდა, შესაბამისად, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და დავუძახე "მონა", რის შემდეგაც შაქარაშვილი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. სახეში დამარტყა დაახლოებით 5-6-ჯერ და წიხლი დამარტყა ორჯერ, - ამბობს მამნიაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როდესაც შაქარაშვილი ჟურნალისტს სცემდა, ადგილზე იო საპატრულო პოლიციაც, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.  გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 112-ში ზარი თავად მამნიაშვილმა განახორციელა.

 

ამ დრომდე პოლიციას არც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოუღია და "ოცნების" პროპაგანდისტები გამოუკითხავს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.   შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ....

საზოგადოება 1 წუთის წინ

 ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი
,,საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის“ - Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა გა...

ბიზნესი & ეკონომიკა 2 წუთის წინ

მოსეშვილი
„ციურიხი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, ისტორიულად აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა“ - ლევან მოსეშვილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ, შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევა...

ბიზნესი & ეკონომიკა 4 წუთის წინ

საქბანკი კომაროვი
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი 13 აპრილს გაიმართება

ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. წელს პრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 5 წუთის წინ

ომის თვითმხილველი
"უზნეობა" - აგვისტოს ომის თვითმხილველები წულუკიანის განცხადებაზე

ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომი და რუსული სისასტიკე საკუთარი თალით ნახეს, თეა წულუკიანს მისი განცხადების გამო აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ "ოცნების" ლიდერის განცხადება ომის მონაწილე გმირების შეურაცხყო...

პოლიტიკა 24 წუთის წინ

შალვა რამიშვილი
"უნდა გვეყოს გამბედაობა და ფეხებზე დავიკიდოთ მჟავე პატრიოტების მართლაც რომ გმირების მიერ გაღებული მსხვერპლით სპეკულირება... ყოჩაღ, თეა“ - პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი

"უნდა გვეყოს გამბედაობა და ფეხებზე დავიკიდოთ მჟავე პატრიოტების მართლაც რომ გმირების მიერ გაღებული მსხვერპლით სპეკულირება! ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!p...

სოცმედია 29 წუთის წინ