სინდისის პატიმრების დედები ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ

პოლიტიკა 30 მარტი 10:22

სინდისისი პატიმრები

სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლენ. არ არის გამორიცხული,  ეს ბრძოლა მშობლების ნაწილმა ხვალაც დაიწყოს.

სალომე ზურაბიშვილისგან ნამდვილად არ მინდა, ეს სიტყვები გავიგონო, რომ ჩანიშნეთ ახალი არჩევნები, გაათავისუფლეთ პოლიპატიმრები. ესენი არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან დიპლომატები და უნდა მიიღონ სხვანაირი გადაწყვეტილება, ოღონდ, რა გადაწყვეტილება, ეს მათ უნდა გააჟღერონ. მნიშვნელოვანი. მე არ ვთვლი, როგორც მშობელი, რომ არჩევნებს უნდა დაველოდოთ ჩვენს და აპოლიპატიმრები მერე გათავისუფლდებიან. დედებმა ვთქვით უკვე, რომ გადავწიეთ მეორე პლანზე შვულების საქმეები და ვიწყებთ ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისთვის. სხვანაირად აღარაფერი გამოდის. საკუთარი ხელისუფლება საქართველოს ასამართლებს, რომ თურმე ომი დაგვიწყია ჩვენ. ეს არის ნიშანი იმის, რომ ჩვენ უნდა დავემონოთ რუსებს და ამას არ ვაპირებთ ნამდვილად, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
 31 მარტის აქციას, როგორც გარდამტეხს ელოდება საბა სხვიტარიძის დედაც.

 

31 მარტი აუცილებლად იქნება გარდამტეხი და აუცილებლად გადატეხავს ამ სასატიკ რეჟიმს. იმედია, რომ ჩვენის ეს დაწყებული საქმე აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით ძალიან მალე. 
ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოლოდინები არსებობს. ალბათ დასავლელ და ამერიკელი მეგობრები რაღაცას გადაწყვეტენ, -  ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
 
სინდისის პატიმარ, ზვიად ცეცხლაძის დედა "ოცნების" ლიდერებს მიმართავს და ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

როდემდე უნდა დაბრმავდეთ და დაყრუვდეთ? - ეკითხება ნარგიზ დავითაძე ივანიშვილის რეჟიმს.

 

მათ ჰგონით, რომ დავიღლებით. არ დავიღლებით! ასე რომ, კეთილი ინებეთ და მიხედეთ ხალხს. წავიდნენ მოლაპარაკებაზე, დანიშნონ არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიპატიმრები. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს. რამდენ ხანს უნდა დაყრუვდეთ და დაბრმავდეთ? ივანიშვილს არა, მაგრამ კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ეს მათი ქვეყანაც ხომაა? მობრძანდით, ჩვენს გვერდით დადექით და თქვით უარი, ერთ კაცს ნუ ხართ გადაყოლილი და დაგვიდექით გვერდით. ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე. "დგება ხალხის გაზაფხული" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ხვალ 20:00 საათზე პარლამენტის შენობასთან დაიწყება. რუსთაველზე შეკრებილებს ევროპული ტურნედან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25

მურუსიძე
„საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?“ - ლევან მურუსიძე სანქციებზე

ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ი...

პოლიტიკა 15:03

ოქრუაშვილი
„ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თავი საბავშვო ბაღში მეგონა“ - ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხ...

პოლიტიკა 14:54

ცაჰკნა
„მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას“ - ცაჰკნა რეპრესიულ კანონებზე

მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მა...

პოლიტიკა 14:53

გზა
ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...

საზოგადოება 14:34