ვიდეო - რას ჰყვება სტუდენტი, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს

პოლიტიკა 23 მარტი 5:27

სტუდენტი ტაში

პირველი ინტერვიუ სტუდენტთან, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს - ლუკა გოგია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, მისი ტაში იყო მისი გულწრფელი რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც მის თვალწინ რუსთაველის გამზირზე განვითარდა.

"ტაშის დაკვრამ გააღიზიანა ისინი, რადგან დღევანდელი პოლიცია თვითონაც ხვდება, რომ ტაშს არ იმსახურებს" - ამბობს სტუდენტი და ქრონოლოგიურად აღწერს თუ როგორ დააპატიმრეს პოლიციელებმა ჯერ სკამები, შემდეგ კი ორი სეუს სტუდენტი გოგონა და შემდეგ ის.

 

გოგიას თქმით, იზოლატორში მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია - ის ახლა სასამართლოს ელოდება, რომელიც 17 აპრილს ჩაუნიშნეს.

 

ჩემი პროტესტი გავრილოვის ღამიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

სეუ-ს სტუდენტებს ტერიტორიაზე სურდათ პატარა შავი სკამების მოტანა. მოხალისე ადამიანმა გადმოგვა ეს სკამი. რატომრაც დღეს კრიმინალიზებული გახდა ეს ნივთი, არც გვიფიქრია ამ სკამის დაფარვა და შეპარება, შესაბამისად პოლიცია სადაც არის პარლამენტთან განლაგებული იქ ჩამოვიარეთ, თავდაპირველად არაფერი უთქვამთ, მერე რამდენიმე ეკიპაჟი აგვყოლია და გვითხრეს, უნდა გადავამოწმოთ ეს ნივთი კანონსაწინააღმდეგო არის თუ არაო. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, არ იცოდნენ სკამი რამდენად კანონსაწინააღმდეგოა, შესაბამისად ელოდნენ რაციაში ვიღაც მესამე პირისგან მითითებას.

 

ტაშის დაკვრამ გააღიზიანა ისინი, რადგან დღევანდელი პოლიცია თვითონაც ხვდება, რომ ტაშს არ იმსახურებს, ტაშიც სწორედ ამ წარმოდგენის ნაწილი იყო, რაც მათ გამართეს 20 წლის სტუდენტების დაკავებით, ასევე ხანშიშესული ადამიანის ნერვიულობთ, მისი ხელის კვირთ და გაგდებით. ეს იყო ჩემი გულწრფელი რეაქცია იმ მოვლენებზე რაც ჩემს თვალწინ განვითარდა

 

დაკავების შემდეგ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მე დღეს გამომიშვეს და 17 აპრილს მაქვს პროცესი ჩანიშნული". - ამბობს ლუკა გოგია. 
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.

 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.

 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის

 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე სვეტიცხოველი
"ყველაფერი ხდება რა... მუდმივი არაფელი არ არის“ - ივანიშვილის წარმომადგენელი ბეჟან წაქაძე სვეტიცხოველზე

"ყველაფერი ხდება რა... [...]ნუ, ყველაფერი ხდება, შეიძლება, რაღაც გაფუჭდეს ხო? მუდმივი არაფელი არ არის. ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია. [...]რემონტდებოდა გარკვეული პერიოდების შემდეგ და კეთდებოდა....

საზოგადოება 57 წუთის წინ

ტრამპი კენედ
რა არის მნიშვნელოვანი კენედის მკვლელობაზე ტრამპის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში

18 მარტს დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ასობით ახალი დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.   ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას კენედის მკვლელობი...

მსოფლიო 3:43

ზელენსკი  1
„აშშ, რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინას კიდევ ერთხელ შეხვდება“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია განმეორებითი შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელდა...

რუსეთ-უკრაინის ომი 3:20

რუბიო
„უკრაინის ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს“ - რუბიო

ამ (უკრაინის) ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ეს არის ჩვენი პრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 3:18

ხუბეჯაშვილი
„ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს ჯალათად ქცეულა“

ჟურნალისტი კატიე თუთბერიძე სოცქსელში წერს: ფოტოზე რომ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალია, ანი ხუბეჯაშვილია, - მათე დევიძის საქმის პროკურორი, წარსულში ადამიანის უფლებებზე რომ შესტკიოდა გული, დღეს...

სოცმედია 3:11

სკანდალი ტრამპი
დიდი სკანდალი: ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი შემთხვევით იერიშების განხილვის ჩატში დაამატა

გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა.  ...

მსოფლიო 24 მარტი 20:57