ვინ არის ლაშა ქოიავა და რა მოყვა წულუკიანის კომისიაზე ბარამიძეზე, ხოშტარიაზე, კეზერაშვილსა და ოქრუაშვილძე

პოლიტიკა 27 მარტი 13:01

ლაშა ქოიავა

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ,  წულუკიანის კომისიაზე, განაცხადა:

“2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ, დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით. მან მოიყვანა თავის მდივნად ლაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის ცხინვალისა თუ აფხაზეთის ომებში, ანუ ვეტერანები

აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია. მაშინ მე მქონდა პოზიცია ადამიანური რესურსების მართვაში, ვიყავი მინისტრის მრჩეველი სამედიცინო, სოციალურ და ვეტერანების საკითხებში – აქედან გამომდინარე, მეც მოვხვდი შეხვედრაზე, სადაც ბრიტანელებმა გამოაგზავნეს კომისია თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ისინი განმარტავდნენ, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება, საჭიროა მათი გადამზადება, მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით, რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმდნენ, ან შექმნან საკუთარი ბიზნესი. იქ იყო ახსნა, ხიფათი იმისა, რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი, იარაღს, ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან შეიარაღებული დაჯგუფებები. უნდა მოგახსენოთ, რომ ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი.

2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მე ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი, მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. იმიტომ, რომ ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი. იყო გაუქმებული სახმელეთო ჯარების შტაბი, იყო გაუქმებული სამხედრო დაზვერვა, იყო გაუქმებული ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, იყო გაუქმებული ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო ჰოსპიტალი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ რეალურად მოხდა მისი გაუქმება, იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და იყო ჯარიდან, ისინი იყვნენ გაშვებული და ძირითადი ხალხი ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არ ჰქონიათ არასდროს. იყო გაუქმებული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი, გადატანილი გორში 8 თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას.”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კრემლი
ვინ დაესწრება საქართველოდან 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს

ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს - "პირველებისთვის" ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს  და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი...

პოლიტიკა 6 წუთის წინ

პუტინი
"პერიფრაზია, ციტატები არ იყო" - პესკოვი NBC News-ის ინფორმაციაზე, რომ ტრამპი პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია"

„ზოგიერთი ნახსენები განცხადება მოყვანილი იყო პერიფრაზით, ისინი არ იყო ციტატები" - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპი პუტინზე...

მსოფლიო 8 წუთის წინ

ჩიკვაიძე
გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან კლინიკაში ითხოვს გადაყვანას. მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნას  პენიტენციური დაწესებულება ჯერ არ აკმაყოფილებს. დაჭერილი ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად უკვე 20 დღეა შიმშილობს. ჩიკვაიძის...

პოლიტიკა 35 წუთის წინ

აშშ საელჩო
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაფრთხილების განცხადებას ავრცელებს. საუბარია ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთის მსურველების შესახებ. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით - დაგაკავებენ, გაგაძევ...

პოლიტიკა 36 წუთის წინ

ყაველაშვილი
„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“ - ყაველაშვილის პრესსამსახური მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე

არალეგიტიმური პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს -  „არაფერი მსგავსი არ იგეგმება“, — უთხრეს „...

პოლიტიკა 40 წუთის წინ

 საქართველოს ბანკის
 საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ახალი ფუნქციონალი განმეორებითი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა

  საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტიტუტი, ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, საქართველოს ბანკის შეთავ...

ბიზნესი & ეკონომიკა 41 წუთის წინ