1742484586
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე
რუსეთ-უკრაინის ომი • 18 მარტი 19:29
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.
საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმაც და კრემლმაც გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ თუ რაზე გაიმართა საუბარი და რაზე (ვერ) შეთანხმდნენ მხარეები.
ორივე მხარის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ნათელი ხდება, რომ მხარეებმა 30-დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადებაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ეს არის წინადადება, რომელსაც დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკი და რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს დონალდ ტრამპი.
თუმცა, როგორც ირკვევა პუტინი დათანხმდა 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს.
პუტინი ასევე თანახმაა, რომ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე დადოს შეთანხმება. ამ ამბის დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
თეთრი სახლის თანახმად ამ გადაწყვეტილებებმა უნდა მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტის სრულ შეთანხმებამდე, რომელზეც მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
კრემლის თანახმად, მათ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო პირობად დაასახელეს უკრაინაში “ფორსირებული” მობილიზაციის და კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერება.
რუსეთი მზადაა უკრაინას გადასცეს 23 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი. ასევე 175 უკრაინელი ტყვე გაუცვალოს 175 რუს ტყვეში.
კრემლიც აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში ზავის საკითხზე იმუშავებენ.
ტრამპმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს პოტენციურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ ირანი არასდროს უნდა იქცეს ისეთ ძალად, რომელსაც ისრაელის განადგურება შეეძლება.
"უზარმაზარი სკანდალი - ადამიანი, რომელიც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, დიდ ბრიტანეთში წლების განმავლობაში უკონტროლოდ მოქმედებდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წი...
პოლიტიკა • 16:54
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ...
მსოფლიო • 16:05
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლ...
სპორტი • 15:59
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:37
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თუ ადამიანებს ჩვენც ავუკრძალეთ საკუთარი ნების გამოვლინება და სინდისის მიხედვით ცხოვრება, მაშინ რისთვის ვიბრძვით? მაგალითად, ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ად...
სოცმედია • 15:32
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს
სოცმედია • 15:29
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა