სკანდალური ვიდეო: თაღლითობა სუროგატი დედების სახელით - როგორ გამოსძალეს ფული უშვილო წყვილებს

საზოგადოება 30 მარტი 8:37

ჩვილი

საბანკო ამონაწერების, მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და დაზარალებული წყვილის ჩვენების მიუხედავად, თაღლითობაში დადანაშაულებული ქალი თავისუფალია.

 

"შაბათის ეთერს" დაზარალებულები უყვებიან, რომ ანჟელა კვარაცხელიას  და მის ქმარს  ემიგრანტმა ოჯახმა სამასი ათასს ლარზე მეტი ჩაურიცხა.
უშვილო წყვილმა ეს თანხა პოლონეთიდან და იტალიიდან თბილისში აგზავნა იმ იმედით, რომ სუროგატი დედის დახმარებით, შვილი ეყოლებოდათ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, დიდი რაოდენობით თანხა მოტყუებით წაართვეს.

 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს უშვილო წყვილი უყვება, რომ ანჟელა კვარაცხელია მათ სამედიცინო აგენტად გაეცნო და ყველა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. ხელოვნური განაყოფიერებიდან დაწყებული, სუროგატი დედის მოძებნით დამთავრებული. რადგან ამ მომსახურებისთვის დიდი ფული იყო საჭირო, ცოლიც და ქმარიც ემიგრაციაში  წავიდა და თანხის შეგროვება დაიწყეს.

 

დაზარალებულთა მონყოლის მიხედვით, კვარაცხელია წყვილს ცხრა წლის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის მცდელობები უშედეგო იყო. ხან ეუბნებოდა, რომ სუროგატ დედებს  ორსულობა უწყდებოდათ  და ახალი ცდისთვის დამატებით ფული იყო საჭირო.

 

ხუთი უშედეგო პროცედურის  შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, ბოლოჯერ ეცადა. ამჯერად ორი სუროგატი ერთად აიყვანეს. მათი თქმით, ანჟელა კვარაცხელია არწმუნებდა წყვილს, რომ ერთი ბათუმელი ქალი იყო, მეორე გორელი.. ორივე დონორს ფოტოებით იცნობდნენ.

 

რესპონდენტების მონაყოლის თანახმად, ანა კვარაცხელია არცერთთან კომუნიკაციის უფლებას ცოლ-ქმარს არ აძლევდა  და როგორც მინდობილი პირი ყველა საკითხს თავად აგვარებდა.

 

საბოლოოდ, 2024 წლის მაისში წყვილს ანა კვარაცხელიამ  შეატყობინა, რომ ორივე ქალმა ღუდუშაურის  კლინიკაში იმშობიარა და მათ უკვე ჰყავდათ ნანატრი გოგონები, თუმცა სურათი მალევე შეიცვალა, ქალი დაზარალებულებს ამჯერად აძრწუნებდა, რომ ჩვილებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და კლინიკაში უნდა დარჩენილიყვნენ.

ბავშვების მკურნალობა თითქმის ცხრა თვე გაიწელა. დედა იტალიიდან თბილისში პერიოდულად ბრუნდებოდა იმ იმედით, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი შვილები ენახა, მაგრამ ანა ისევ კატეგორიულ უარზე იყო.

წყვილმა საბოლოოდ გაარკვია, რომ  სუროგატი დედების და დაბადების ბავშვების ამბავი გამოგონილი იყო, ფულის გამოძალვისთვის. ღუდუშაურის ადმინისტრაცია გაოგნებულია სიცრუის ამ მაშობინებთ. ირკვევა, რომ არც ერთი გოგონა და არც მეორე ამ კლინიკაში არ დაბადებულან. შესაბამისად ყალბია ის ფოტოები , რომელიც კვარაცხელიამ საავადმყოფოდან გაუგზავნა ბიოლოგიურ მშობლებს. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25

მურუსიძე
„საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?“ - ლევან მურუსიძე სანქციებზე

ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ი...

პოლიტიკა 15:03

ოქრუაშვილი
„ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თავი საბავშვო ბაღში მეგონა“ - ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხ...

პოლიტიკა 14:54

ცაჰკნა
„მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას“ - ცაჰკნა რეპრესიულ კანონებზე

მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მა...

პოლიტიკა 14:53

გზა
ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...

საზოგადოება 14:34