ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს

საზოგადოება 4 აპრილი 9:19

ვაკის რაიონი

კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოები ხორციელდება ქუთათელაძის N17დ-ს მიმდებარედ. იგება ფილები, მონტაჟდება ახალი საპარკო ავეჯი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი გაკეთდება. ტერიტორიაზე უკვე განახლებულია სპორტული მოედანი.

 

სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ასევე, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ გრძელდება. დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის სივრცე დაიყო ზონებად, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება. გარდა ამისა, მოეწყობა ფიტნეს ზონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე, ეწყობა. მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება, ეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სასეირნო ბილიკი. გარდა ამისა, მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც.

სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.

საზოგადოებრივი სივრცის განახლების პროცესი, ასევე ბაგებში, ზურაბ საკანდელიძის N8-ის მიმდებარედ სრულდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა, დაიგო ფილები, გაკეთდა ღობე და ეწყობა საბავშვო მოედანი. აღნიშნული დასასვენებელი სივრცე გაფორმდება მულჩით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხრა
მიიღე ავტო ლომბარდი საუკეთესო პირობებით 30 წუთში და გადაჭერი მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ,,ლიდერ კრედიტთან” ერთად

თუ მოულოდნელად თანხა დაგჭირდა და ავტომობილს ფლობ, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტის” მიერ შემოთავაზებული ავტო ლომბარდი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის თან...

ბიზნესი & ეკონომიკა 6 წუთის წინ

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.   თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებ...

პოლიტიკა 12:21

გია ხუხაშვილი
„ოპოზიციის აკრძალვის თემას, "ოცნება", სავარაუდოდ, დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტილოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის თემას "ოცნება" დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს. ექსპერტის თქმით, ოპონენტების გაქრობა ივანიშვილის გუნდის რეალური მიზანი არ არის, თუმცა, შესაძლ...

პოლიტიკა 12:04

საზოგადოება
ევროპულ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

ევროპულ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე სასწავლო დაწესებულებაში პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სკოლაში სავარაუდო ასაფეთქებელი  მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევი...

კრიმინალი 11:58

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ივანიშვილს დასავლეთის ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება“ - დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძალვა ივანიშვილმა დღის წესრიგიდან მიზანმიმართულად გააქრო. ექსპერტი ამბობს, რომ ოლიგარქი ამას ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად აკეთებს, რადგან იცის, რომ...

პოლიტიკა 11:56

 ორ დაკარგულ ბავშვ
„კარგად არიან... მშობლებიც მოვლენ, პატრულს ჰყავს ახლა ბავშვები" - არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა - "ვერ გწერთ ცალკე ბევრი შეტყობინება მომდის( კარგად არიან ბავშვები, მშობლებიც მოვლენ, პატრულს ჰყავს ახლა ბავშვები" - წერს მოქა...

საზოგადოება 11:34