თსუ - ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი

განათლება 16/9/2022 • 7:49

თსუ

სემინარი თემაზე „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა: GGSB-ისა და მისი SMART|Lab-ების წვლილი“ გაიმართა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში შედგა. თსუ-ში იულიხის (გერმანია) კვლევითმა ცენტრმა (FZJ) ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI) ჩაატარა მე-9 ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS).

შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროექტის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: ,,საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იმართება საზაფხულო სკოლა გერმანელ მეცნიერებთან ერთად. პროექტი მრავალი წელია უკვე მუშაობს და მის ფარგლებში ეწყობა ტრენინგები და საზაფხულო სკოლა. შეირჩევიან  ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს იულიხის კვლევით ცენტრში. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა დაეუფლონ თანამედროვე მეთოდოლოგიას კვლევაში. გერმანული მხარის ხელსეწყობით, თსუ-ში ვაპირებთ კიდევ ერთი, სამედიცინო მიმართულების ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს.“

სემინარზე განიხილავენ ჯანმრთელობის საკითხებს (კერძოდ, დაავადებათა (კიბო) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე) და გარემოზე (მაგ. დაბინძურება, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი). გარდა ამისა, განიხილება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ასპექტები. 

სემინარის მიზანია შეკრიბოს მსოფლიო ექსპერტები ამაჩქარებლის ჯგუფებიდან, სამედიცინო ფიზიკოსები და ექიმები, სიცოცხლის მეცნიერებების წარმომადგენლები და ტექნოლოგიები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებიდან, ამ სფეროში  მიღწევების შესაჯამებლად და ორ ქვეყანას შორის შემდგომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ დიკუსიების წამოსაწყებად. გარდა ამისა, იგეგმება სალექციო კურსები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების ფართო სპექტრში, ასევე ბრიფინგი სამეცნიერო (მიმდინარე და სამომავლო) პროექტებზე და საგანმანათლებლო (სტუდენტების გაცვლის) პროგრამებზე.

იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა ქართულ მხარესთან თითქმის ოცწლიან თანამშრომლობაზე, ქართულ-გერმანული ხიდის მნიშვნელობაზე, გერმანიაში ქართველი სტუდენტების სწავლაზე, ე.წ. ჭკვიან ლაბორატორიებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრების დაარსებასა და განვითარებაზე ისაუბრა.

კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ). თანამშრომლობა

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეო მეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA). ცოტა ხნის წინ ქართული მხრიდან ამ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქსუ) შეუერთდა. 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB)  დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია -  ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის &  მოდელირების  (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას.ჯერ ბჭობენ.მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.რუსეთის აგენტების შეტანილი განც...

პოლიტიკა 5 წუთის წინ

21 წლის სპორტსმენი მოკლული
"შოკირებულია, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა" - 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან", 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ლუკა შენგელიას საქმეზე საქალაქო სასამართლო დღეს, 18 მარტს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღ...

კრიმინალი 27 წუთის წინ

ზურა სიხარულიძე
„საქართველოში ინტრავენური ნარკოტიკის 58 000 მომხმარებელია, მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში“ – ზურა სიხარულიძე

არ ვიცი რატომ ავრცელებენ ტყუილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ და რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: რამდენჯერ უნდა და...

საზოგადოება 38 წუთის წინ

ქილერი
"გაოგნებულია“ - „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გელა უძილაური ბრალის წარდგენის მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას დღეს, სავარაუდოდ 15:00 საათზე გააცნობენ. მასთან...

კრიმინალი 44 წუთის წინ

ლელა ჯეჯელავა
„ოცნება “ ადამიანებს დევნის პატიმართა დახმარებისათვის მართლმადიდებლობის სახელით“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: პატიმრებზე ზრუნვა ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა, განურჩევლად იმისა დამნაშავეა თუ არა პატიმარი. უდანაშაულოს ციხეში ყოფნა კი ( უსამართლო სამართალი) ერთ-ერთი უდიდესი...

სოცმედია 53 წუთის წინ

გუგა ხელაია
„პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს“ - გუგა ხელაია

გუგა ხელაია: პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს."ერთმანეთისთვის" მაგიტომ დაერქვა, რომ...

პოლიტიკა 56 წუთის წინ