„მეტროპოლმა“  ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა- მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ბაგები საქბანკი

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია „მეტროპოლმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დაასრულა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ დოლარია.

„მეტროპოლ ბაგები“ ბაგებში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს, 2,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე, 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია. ის  ჯამში 96 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

 

„დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა. ჩვენ  ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ვახორციელებთ. „მეტროპოლ ბაგების“  მშენებლობა უკვე  დასრულდა. ამჯერად, თბილისში კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსის ,,მეტროპოლ ორთაჭალას”, და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბათუმში „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე მიმდინარეობს  ახალი პროექტის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა, რომელიც პანორამული ხედებით ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს.  ჩვენ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი 1 050 000 000 ლარს შეადგენს. დღეის მონაცემებით, “მეტროპოლში”  2000-ამდე დასაქმებულს ვაერთიანებთ. ჩვენი ყველა პროექტი, მათ შორის „მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით იგეგმება და უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალებით ხორციელდება. საქართველოს ბანკთან ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ, და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, რადგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, მაღალ პროფესიულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას ვიღებთ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა, ,,მეტროპოლის” გენერალური დირექტორის მოადგილემ.

“საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. კომპანია “მეტროპოლთან” ერთად არაერთი პროექტი განგვიხორციელებია და კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას, ამჯერად ჩვენთან თანამშრომლობით, ბაგებში, საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.  ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 800 000 დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მოხმარდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. პროექტი განხორციელდა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რომელიც ერთის მხრივ ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მეორეს  მხრივ კი, მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის დანახარჯებს. კომპანია სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია რომ ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია
დაიღუპა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ავარია ბათუმში

  ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე...

შემთხვევა 15:44

გელა მთივლიშვილი
„წეროვანთან თავს დაგვესხა შეიარაღებული სპეცრაზმელი“ - გელა მთივლიშვილი

წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი.საცობში ჩვენს უკან არიან მანქანით. ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილას გავიდეთ.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნ...

პოლიტიკა 15:31

 პოლონეთში 27 წლის ქართველი
რატომ დააკავეს პოლონეთში 27 წლის ქართველი

პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.    ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...

კრიმინალი 14:07

გმირთა მოედანი
მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...

საზოგადოება 14:02

კონფერენცია კიბო
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...

ჯანმრთელობა 14:00

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 13:43