1742053480
დაიღუპა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ავარია ბათუმში
ბიზნესი & ეკონომიკა • 12 მარტი 9:12
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას:30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways - ლონდონი-თბილისი31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისისაქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი. შეფასების კრიტერიუმის თანახმად, წლის საუკეთესო აეროპორტებს მზარდი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ასევე ჯამურად წელიწადში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების კუთხით, ხმათა უმრავლესობით ავიაკომპანიები ირჩევენ. ავიაკომპანიებს კი პირიქით, აეროპორტები წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.
ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე...
შემთხვევა • 15:44
წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი.საცობში ჩვენს უკან არიან მანქანით. ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილას გავიდეთ.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნ...
პოლიტიკა • 15:31
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 14:07
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 14:02
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 14:00
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 13:43
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა