„დიდი ალბათობით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ითხოვს იმის მსგავს ნაბიჯებს, როგორსაც ჩვენ და [შეხვედრას] არაფერი აქვს საერთო "რეჟიმის ლეგიტიმაციასთან" - ნიკა მელია

პოლიტიკა 16 მარტი 4:06

პოლიტიკოსები

„ოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას და იმ შეფასებებს ეხმაურება, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. მელია წერს, რომ ეს ფაქტი რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და რომ სათქმელი დგება დიპლომატიური ფორმით:

 

"ძალიან გადაჭარბებული და ზედმეტად ემოციური ვნებათაღელვა მოჰყვა ამერიკის ელჩ დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხევდრას.

 

ვნებათაღელვა ისე აგორდა, რომ ე.წ. "ბაბლს" ფაქტობრივად ყურადღება არ მიუქცევია მკაცრი დიპლომატიური ტექსტისათვის, სადაც მარტივად შეიძლებოდა ელჩის ძირითადი "მესიჯის" ამოკითხვა.

 

ელჩი, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა ქვეყანასთან მიმართებაში სამოქმედო გეგმით/პრიორიტეტებით .

შესაბამისად, უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია, რომ მომხდარიყო ამ ინფორმაციის მიმოცვლა, გადაცემა რეჟიმისათვის.

რა იყო ეს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც მოხდა, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, საელჩოს მოკლე და კონკრეტულ ტექსტში წერია:

 

"ელჩმა გააცნო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება."

ეს ტექსტი ნიშნავს იმას რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ეტაპზე "სერიოზულ დამოკიდებულებას" და ურთიერთობები "გასაუმჯობესებელია".

გაუმჯობესება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ არსებული პოლიტიკური კრიზისის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით - ანუ დიდი ალბათობით, ახალი ადმინისტრაცია ითხოვს იმის მსგავს ნაბიჯებს, როგორსაც ვითხოვთ ჩვენ.

უბრალოდ, ეს მოთხოვნა დგება დიპლომატიური ენითა და დიპლომატიური ფორმით და არაფერი აქვს საერთო "აღიარებასა" და "რეჟიმის ლეგიტიმაციასთან".

ამისთვის არიან ქვეყანაში ელჩები - აქვთ თავისი ამოცანები და მათი ქვეყნების ინტერესების გამოხატვის კონკრეტული დიპლომატიური ფორმები.." წერს ნიკა მელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი პუტინი
"მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის" - ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 მარტი 17:14

ჩიკვაიძე
სააპელაციო სასამართლომ ჩიკვაიძეს აღკვეთის გადასინჯვაზე უარი უთხრა

სააპელაციო სასამართლომ მოშიმშილე პოლიტპატიმარის, გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი საქმის წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. ბიზნესმენის ახლო გარემოცვისათვის სასამართლოს ეს ნაბიჯი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ბრძ...

სამართალი 16 მარტი 17:01

რეაბილიტაციის გამო
დაახლოებით 12,000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - თბილისი ენერჯი

თბილისის მერიის მიერ ვერის პარკისა და ლაგუნას მიმდებარედ განსახორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 10:00 საათიდან – 18 მარტის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდე ისამართებზე...

საზოგადოება 16 მარტი 16:20

სტარმერ
სტარმერმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმები წარუდგინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ სამიტზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გეგმები წარადგინა. Th...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 მარტი 16:15

ამინდი
ხვალიდან ამინდი შეიცვლება - ნახეთ დეტალები

 17 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდი იცვლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. სანაპირო რ...

საზოგადოება 16 მარტი 16:08

21 წლის სპორტსმენი მოკლული
21 წლის სპორტსმენის მკვლელობა - პოლიციამ 1 პირი დააკავა

 თბილისში მომხდარი 21 წლის სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2006 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საა...

კრიმინალი 16 მარტი 16:01