„ხელახალი არჩევნების ჩატარება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება“ - OSCE-ის სახალხო პარტიის განცხადება საქართველოზე

პოლიტიკა 21 თებერვალი 9:55

ლოგო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის და მხარდამჭერთა ჯგუფი საქართველოს შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ, საქართველოში დემოკრატიული კრიზისი გაუარესდა.

 

2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ითხოვს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.

ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები და პატივი სცენ ფუნდამენტური თავისუფლებებსა და ადამიანის ძირითადი უფლებებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალების ინსტრუმენტალიზაცია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს დრაკონული კანონები და რეგულაციები. ასევე გააუქმოს ყველა ჯარიმა, რომელიც დაუწესეს მომიტინგეებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ჯარიმები გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების საშუალება და მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცენ ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული ყველა პირი, ჩაატარონ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალის გადამეტების, დემონსტრანტების წამების ფაქტებზე.

 

საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით." - წერია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თეთრი სახლი
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - თეთრი სახლი შეთანხმებებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვებზე - აცხადებს თეთრი სახლი საუდის არაბეთში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:57

ოქრუაშვილი ნოღაიდელი ვაშაძე
ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ვაშაძე - ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 6 პირი დაიბარა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩა...

პოლიტიკა 15:51

ლუკაშენკო
„ჩვენ არ დავუშვებთ სიტყვის თავისუფლების გამოყენებას ჩვენი ქვეყნის დასანგრევად“ - ლუკაშენკო საპრეზიდენტო ფიცი მეშვიდედ დადო

ალექსანდრე ლუკაშენკომ დღე მეშვიდედ დადო პრეზიდენტის ფიცი. „ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს ეტალონად წარმოაჩენს. ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, აზრი გამოთქვა...

მსოფლიო 15:49

სელფი
სელფი მობაილი „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ პლატფორმის თანათავმჯდომარეა

 სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა 15:38

მანგო.png
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დ...

პოლიტიკა 15:18

ნია გუგავა
"დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად, მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია" - ნია გუგავა

მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული. მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული. "დღეს დილით პოლიცი...

პოლიტიკა 15:15