რას ნიშნავს Smart ტელევიზორი

smart

ტელევიზორებს უკვე დიდი ხანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არჩევანის გაკეთება უფრო რთული გახდა. ბაზარზე გვხვდება როგორც Smart ტელევიზორები, ისე ჩვეულებრივი მოდელები, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს.

რა განსხვავებაა მათ შორის ან ღირს თუ არა Smart TV-ზე დამატებითი თანხის გადახდა? ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ორივე ტიპის ტელევიზორის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რათა შენთვის ოპტიმალური არჩევანი გააკეთო.

როგორ მუშაობს Smart TV

Smart ტელევიზორები ოპერაციული სისტემებით იმართება:  Android TV, WebOS, Tizen და სხვა. მათ, ასევე, აქვთ ინტეგრირებული Wi-Fi რაც ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას გაძლევს.

ასეთ ტელევიზორში  შეგიძლია ჩამოტვირთო და გამოიყენო ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა YouTube, Netflix, Amazon Prime Video და სხვა. ასევე, თანამედროვე მოდელები ხშირად ხმოვანი მართვის და ეკრანის გაყოფის ფუნქციებითაც გამოირჩევა.

რით განსხვავდება სმარტ TV ჩვეულებრივი ტელევიზორისგან

● ჩვეულებრივი ტელევიზორი სტანდარტული მოწყობილობაა, რომელიც მხოლოდ არხების ჩვენებაზეა ორიენტირებული. მისი ძირითადი ფუნქცია ანტენიდან, საკაბელო ან სატელიტური სიგნალიდან სიგნალის მიღებაა.

● Smart ტელევიზორი საშუალებას გაძლევს, ინტერნეტში პირდაპირ შეიყვანო საძიებო ინფორმაცია, გამოიყენო აპლიკაციები, ჩართო სტრიმინგ სერვისები, ხოლო ჩვეულებრივი ტელევიზორი მხოლოდ საეთერო და საკაბელო არხებით შემოიფარგლება.

● Smart TV-ზე შეგიძლია ჩამოტვირთო აპლიკაციები, ხოლო ჩვეულებრივ ტელევიზორს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს.

● თანამედროვე Smart მოდელებში ხშირად გვხვდება 4K და 8K რეზოლუცია, რაც უფრო მკვეთრ და დეტალიზებულ სურათს იძლევა, ხოლო ჩვეულებრივი ტელევიზორები უმეტესად Full HD ან დაბალი რეზოლუციისაა.

● Smart TV-ს შეიძლება ჰქონდეს ხმოვანი მართვა და მობილური აპლიკაციით მართვის ფუნქცია, რასაც ჩვეულებრივი ტელევიზორები ვერ გთავაზობს.

Smart ტელევიზორის მინუსებად შეგვიძლია განვიხილოთ შედარებით უფრო მაღალი ფასი.

● სმარტ ტელევიზორი ინტერნეტზეა დამოკიდებული და თუ ეს კავშირი სუსტია, ფუნქციები შეზღუდული ექნება

● ზოგ მოდელში პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები დროთა განმავლობაში წყდება.

ღირს თუ არა Smart ტელევიზორის ყიდვა

თუ გინდა მრავალფუნქციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზორი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს და გართობას გთავაზობს, მაშინ Smart ტელევიზორი შენთვის საუკეთესო არჩევანია. თუმცა, თუ ტელევიზორს მხოლოდ არხების საყურებლად იყენებ და არ გჭირდება დამატებითი ფუნქციები, ჩვეულებრივი ტელევიზორი უფრო ბიუჯეტური ვარიანტია.

Smart ტელევიზორები ბევრად მეტ შესაძლებლობას გაძლევს, ვიდრე ჩვეულებრივი ტელევიზორები.

თუ გინდა ინტერნეტით სარგებლობა, მაღალი ხარისხის გამოსახულება და სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება, მაშინ Smart TV-ზე დაფიქრება, ნამდვილად, ღირს. თუმცა, საბოლოო არჩევანი მაინც შენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

 

სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 20:37

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 20:30

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 19:33

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...

პოლიტიკა 19:27