ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ვაშაძე - ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 6 პირი დაიბარა

პოლიტიკა 25 მარტი 15:51

ოქრუაშვილი ნოღაიდელი ვაშაძე

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დღეს, 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა.

 

ხაზარაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისია ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანდრო ჭიჭინაძე და დედა
„ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგა“ - ლიკა გუნცაძე შვილს

ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...

სოცმედია 2 წუთის წინ

ჯაფარიძე წულუკიანი ბიძინა
ვიდეო: „წულუკიანს დავალება პირადად ივანიშვილმა მისცა... ეს კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნეს“ - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...

პოლიტიკა 21 წუთის წინ

ნანუკა კობახიძე გილაურის ძმა
„წარმოუდგენელი სიგიჟე იყო მისი ძმის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან... ამ სახით კობახიძეზე ყურება რანაირად?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გილაურის ძმაზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...

სოცმედია 37 წუთის წინ

ხაბე
„ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი!” – ლევან ხაბეიშვილი

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...

პოლიტიკა 42 წუთის წინ

მაკრონი ზელენსკი
„უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადავცემთ“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 53 წუთის წინ

პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 26 მარტი 20:37