"ოლიგარქის ღალატის კომისიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს..." - მიხეილ სააკაშვილის განმარტება

პოლიტიკა 4 აპრილი 18:38

სააკაშვილი

"ოლიგარქის ღალატის კომისიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, დანერგოს რუსული ვერსია 2008 წლის ომის და დაადანაშაულოს მასში საქართველო და მოახდინონ შევარდნაძის კორუფციული სისტემის რეაბილიტაცია" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" მოსკოვის დაკვეთით მოქმედებს, რომელსაც "ფერადი რევოლუციები" "ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი".

ოლიგარქის ღალატის კომისიას, რომელსაც ამიერიდან ყველა წესიერი ადამიანი უარს ეუბნება თანამშრომლობაზე, აქვს ორი უმთავრესი ფუნქცია:

1) დანერგოს რუსული ვერსია 2008 წლის ომის და დაადანაშაულოს მასში საქართველო

2) მათ თვითონვე განაცხადეს, რომ ვარდების რევოლუციამდე საქართველო თურმე სწორი გზით მიდიოდა და 2003 ში ამ გზას გადაუხვია. ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს შევარდნაძის კორუფციული სისტემის რეაბილიტაციას.

რატომ აკეთებენ ამას? საქმე იმაშია რომ ქოცები ყველაზე მეტად დაბოღმილები არიან ახალ თავისუფალ ნიჭიერ თაობაზე, რომელთაც არ იციან რა მოუხერხონ.

ეს ახალგაზრდები გაიზარდნენ და განათლება მიიღეს კორუფციისგან თავისუფალ გარემოში და ეს ვერ უპატიებია კორუფციული სისტემის ამღორძინებლებს.

რა თქმა უნდა, ეს მეორე ამოცანაც, მათ შორის მოსკოვის დაკვეთაც ეხმაურება, რომელსაც ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი "ფერადი რევოლუციები" და  სწორედ კლეპტოკრატიული რეჟიმების გარემოცვაში გრძნობს თავს კომფორტულად." - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი
ტრამპი წელს აშშ-დან 1 მლნ მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს - WP

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს...

მსოფლიო 9 წუთის წინ

აქცია რუსი ფოტოგრაფი
რუს პროპაგანდისტ ფოტოგრაფს, რომელმაც თბილისის აქციებზე გადაღებული ფოტოებით კონკურსი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც ავტორიტეტულ ფოტო კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ნამუშევრებით გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს. World Press P...

პოლიტიკა 31 წუთის წინ

პაპუაშვილი პატარაია
„ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი“ - ივანიშვილის პაპუაშვილი ბაია პატარაიაზე

ივანიშვილის შალვა პაპუაშვილი სოცქსელში ბაია პატარაიას სტატუსის სქრინს აზიარებს და წერს: უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხ...

პოლიტიკა 5:15

წულუკიანი
„ბაბუა მოკლე ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ“ - წულუკიანის ე. წ. საგამოძიებო კომისიას ხალხი უპირისპირდება

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით  პასუხობს.   მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ო...

სოცმედია 4:08

ორჯონკიძე ივანიშვილი
„თავიდანვე ბანდიტების მფარველი იყო თავად ბანდიტი ივანაშვილი - 90-იანების პირველ ნახევარში რუსეთში პირველი დიდი ფული რუსი პენსიონერების საბანკო ანაბრების ძარცვით იშოვა! საქართველოს ხელისუფლებაში კი 9 თვის ჩვილის მკვლელობით მოვიდა“ - მაია ორჯონიკიძე

მაია ორჯონიკიძე: ვაზაგაშვილმა უფროსმა ყაზბეგში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა და დააუთოვა, ვაზაგაშვილმა უმცროსმა ერთი ყმაწვილი მოკლა და მეორე, ვინც შემთხვევით ამ მკვლელობას შეესწრო, მეთერთმეტე სართულიდან გადა...

სოცმედია 4:04

9 აპრილი
ვიდეო - 9 აპრილის უცნობი კადრები

ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის...

პოლიტიკა 3:53