"პროექტი მიზანს ასრულებს" - „გირჩი“ და „დროა“ Mona.ge-ს დაბლოკვაზე ლილუაშვილის მუქარას ეხმაურებიან

პოლიტიკა 20/10/2023 • 8:32

მონა გე

გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ვებ-გვერდ Mona.ge-სთან დაკავშირებით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურებიან.

პარტიებში მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მუქარა იმან გამოიწვია, რომ დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების მიერ შექმნილი მამხილებელი პლატფორმა თავის საქმეს კარგად ასრულებს.

 

ელენე ხოშტარიას თქმით, დევნისა და მუქარის, ვებგვერდის შეზღუდვის ვერცერთი ფორმა ვერ მოიტანს შედეგს.

"გარანტია მინდა მივცე პირადად ლილუაშვილს, რომ ვერცერთი ფორმა ჩვენი დევნის, მუქარის, შეზღუდვის ვერ მოიტანს შედეგს და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და საზოგადოებას გავაცნობთ იმ ადამიანთა სიას, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს. [...] ანუ, შენ გინდა იყო ცრუ მოწმე, შენ აკეთებ ამ არჩევანს, რომ ცრუ ჩვენება მისცე, რათა რუსული პარტიის დავალება შეასრულო და მერე გეშინია, რომ ეს ხალხმა გაიგოს?! ეს კომფორტო მათ არ ექნებათ. ამიტომ, თუ ნაკლები ადამიანი გააკეთებს ამ არჩევანს, ნაკლები ადამიანი იქნება საიტზე", - თქვა ხოშტარიამ.

ჯაფარიძის თქმით, ლილუაშვილის გამოხმაურება ნიშნავს, რომ mona.ge არის სწორი პროექტი, რომელიც ასრულებს თავის მიზანს.

"ამ პროექტის მიზანი არის დაბალი და საშუალო რგოლის შემსრულებლების გამოვლენა, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ძალადობაში, პოლიტიკურ დევნაში იღებენ მონაწილეობას და ა.შ. ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ, შესაბამისად, ასეც გავაგრძელებთ. ეს მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას აკრძალავენ, რაღაცას დახურავენ, შეზღუდავენ, ყველაფერი ზღაპარია და შეუძლებელია ამ პროექტის გაჩერება, ეს პროექტი არ გაჩერდება. ყველა ამ ადამიანის სახელებს გამოვიტანთ საჯაროდ, დავუტოვებთ ისტორიას და მაქსიმალურად ხელს შევუშლით, რომ მათ შემდეგ ეძებონ თავშესაფარი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გუშინ, 19 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაიმუქრა, რომ დაიხურება mona.ge-ს ვებგვერდი იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნდება კონკრეტული საჯარო მოხელეების პირადი ინფორმაცია, რომელიც იქნება კანონთან შეუსაბამო.

"თუკი ამ ვებგვერდზე აიტვირთება საჯაროდ ის მონაცემები, რომლებიც ჩაითვლება კანონდარღვევად, შესაბამისი მორეაგირე უწყებები ალბათ განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას. [...] თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომლითაც შემხებლობა აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ექნება რეაგირება. [...] რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას, კანონის ფარგლებში", - განაცხადა ლილუაშვილმა.

12 ოქტომბერს ვებ-გვერდ Mona.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.

ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუტე
„გამანადგურებელი დარტყმით ვუპასუხებთ რუსეთის მიერ პოლონეთზე ან სხვა წევრზე თავდასხმას“ - რუტე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთსა ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას "გამანადგურებელი" დარტყმით უპასუხებს...

რუსეთ-უკრაინის ომი 10 წუთის წინ

იაკო ჯიქია საქბანკი
ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით,  ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 27 მარტს, გრიგოლ რობაქიძის...

ბიზნესი & ეკონომიკა 12 წუთის წინ

ტექსკოლის რელიზი
თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა

გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 1553...

ბიზნესი & ეკონომიკა 15 წუთის წინ

საქბანკი არ გაჩერდე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა  MoneyLive Summit London- ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა

  საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან...

ბიზნესი & ეკონომიკა 17 წუთის წინ

პოლიტიკოსები
„გამახსენა ქართული ოცნება და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან… მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ“ – ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმაგამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი…გამახსენა ქართული ოცნება და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხე...

პოლიტიკა 20 წუთის წინ

ვაშაძე
"2008 წელს საქართველო თავს იცავდა" - რა თქვა გრიგოლ ვაშაძემ წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე

"არასდროს არცერთ ჩვენს მოკავშირეს არ უთქვამს, რომ საქართველოს თავი არ უნდა დაეცვა", - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც აშშ-ს მაშინდელი სა...

პოლიტიკა 31 წუთის წინ