საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა  MoneyLive Summit London- ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა

საქბანკი არ გაჩერდე

 

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა.

MoneyLive Summit London ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ, სადაც C-level ხელმძღვანელები მონაწილეობენ. შეხვედრაზე სფეროს პროფესიონალები მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ ტრენდებს განიხილავენ.

ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი და 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპული და ბრიტანული ბანკების წარმომადგენლები როგორიცაა:  Barclays, NatWest, Goldman Sachs, JPMorgan,  BNP Paribas და HSBC. სამიტში ასევე იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ციფრული ბანკების ხელმძღვანელები, როგორიცაა: Revolut, Bunq, Tandem-ის და სხვა.

 

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით  სპიკერი  ვიყავი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც MoneyLive Summit London-ია. პანელური დისკუსიის ფორმატში,  Goldman Sachs და NatWest-ის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა  საქართველოს ბანკის წარმატებულ ქეისზე, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო საკუთარი ხედვები ღია ბანკინგის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე ვისაუბრე ბანკში ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით დანერგილი ინოვაციებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ, კერძოდ კი: ტრანზაქციული ანალიტიკის, Ads Manager-ისა და ლოიალურობის პროგრამების შესახებ. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები გავაცნოთ საერთაშორისო აუდიტორიას, მეორეს მხრივ კი- წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების გამოცდილება გაიზიარო. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სფეროს განვითარებაზე ზრუნვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი გახარია
"საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს" - "გახარია საქართველოსთვის"

"საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიან...

პოლიტიკა 13:09

არჩილ ხოფერია
"ომი ვინ დაიწყო, სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ძირითადად თავდაცვითი ომების ისტორიაა" - არჩილ ხოფერია

"ომი ვინ დაიწყო სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ომების ისტორიაა. ძირითადად თავდაცვითი ომების. და როცა ჩვენ ვუტევდით იმ მ...

პოლიტიკა 13:08

მამუკა მამულაშვილი
"2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი" - მამუკა მამულაშვილი

"უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის ქართული ლეგიონის მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქა...

პოლიტიკა 12:15

ავთო ქაჯაია 1
"ომი დაიწყო ოკუპანტმა რუსეთმა, ქართული მხრიდან ეჭვქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი" - ავთო ქაჯაია

"საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგი ს-ტი ა. ქაჯაია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ს-ტი ვაცხადებ - ომი დაიწყო ოკუპანტმა რუსეთმა, ქართული მხრიდან ეჭვქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი,...

პოლიტიკა 12:08

ჯარისკაცი ჯონი ბაძაღუა
"რასაც ვუყურებთ, ეს არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი... არასოდეს, სანამ პირში სული მიდგას, არ მოვიხდი ბოდიშს მტრის წინაშე" - ჯარისკაცი, ჯონი ბაძაღუა

"2008 წელს, საქართველო უმაღლესი მთავარსარდლიდან (პრეზიდენტი) დაწყებული რიგითის ჩათვლით მომხდურს, როგორც ყოველთვის, ღირსეულად დაუხვდა, მთელმა არმიამ იბრძოლა მამაცურად და შესაძლებლობის მაქსიმუმზე - არ მ...

პოლიტიკა 12:02

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა
"რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ, არ ემსახურება სიმართლის დადგენას" - არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

"ეკლესია და ჯარი – საყრდენები, რომლებიც ბოროტებას არ აწყობს. წლების განმავლობაში, ეკლესია და ჯარი ყველაზე რეიტინგულ და ნდობით აღჭურვილ ინსტიტუციებად ითვლებოდა. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა და ადა...

საზოგადოება 11:59