1743272165
ვიდეო: როგორ გადაიქცა სოზარ სუბარის ფარმაცევტი ცოლისძმა დეველოპერად
ბიზნესი & ეკონომიკა • 26 მარტი 8:01
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება.
ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება.
ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე - https://filmfreeway.com/ElisoAwards
წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:
·
ელისო საუკეთესო ფილმისთვის
·
ელისო საუკეთესო მსახიობისთვის
·
ელისო საუკეთესო რეჟისორისთვის
·
ელისო საუკეთესო ოპერატორისთვის
·
ელისო საუკეთესო მონტაჟისთვის
·
ელისო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის
კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.
ჟიურის ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კინოდაჯილდოება პირველად 2024 წელს გაიმართა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო)
საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი)
საუკეთესო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი)
ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის პრემია გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს.
ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის დამაარსებელი: „კინემატოგრაფისტებისთვის ჯილდოს დაწესება თავიდანვე სოლიდარობის აქტი იყო და პრემიისთვის სახელწოდების - ელისოს დარქმევის მიზეზიც კი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ელისოს კინემატოგრაფში მომუშავე ადამიანების ხმა გაეძლიერებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, წელსაც ჩავატაროთ ელისო და ზუსტად იმ სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელოთ პროცესი, რომელსაც ელისო წარმოადგენს როგორც ფილმის გმირი, თუ პრემია.’’
„ელისოს“ გამოჩენა ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც თიბისი, როგორც ქართული კულტურის განვითარების აქტიური მხარდამჭერი, პირველივე დღიდან გულშემატკივრობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ელისოს“ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რეგიონების კულტურული და სოციალური ცხოვრების გაძლიერების კუთხით, რაც თიბისის უცვლელი პრიორიტეტია.
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...
სოცმედია • 18:18
ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...
პოლიტიკა • 18:16
ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!
სოცმედია • 17:04
უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...
სოცმედია • 16:58
სინდისის პატიმრების მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...
პოლიტიკა • 16:55
ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მოულოდნელ გათავისუფლებას ეხმურება: ,,ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს”
პოლიტიკა • 16:49
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა