სანქცირებული ფარცხალაძე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - ოპოზიცია

პოლიტიკა 16 მარტი 12:01

ოთარ ფარცხალაძე

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოსკოვში გააქტიურება პროდასავლურ ოპოზიციას არ უკვირს. შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ყოველთვის რუსეთის დახმარე იყო.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის ცხოვრება თავიდან ბოლომდე "მაფიოზური და კრიმინალურია".

რუსეთში კონკრეტული თანამდებობები აქვს, სანქცირებულია აშშ-ს მიერ და შერაცხულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს მტერი და რუსეთის დამხმარე, ამიტომ ფარცხალაძეზე ნუ გექნებათ ასეთი დაბალი იერარქიის წარმოდგენა. ერთი აგენტურული ქსელი, ასე ვთქვათ, ერთი ხელი არის ბიძინა ივანიშვილი, აქეთ არის ფარცხალაძე. კიდევ ბევრი ჰყავთ, სამწუხაროდ, რუსებს საქართველოში დასაყრდენიც და აგენტრული ქსელიც ძალიან დიდია, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ფარცხალაძე დღეს დიდ კონკურენციაში იქნება, რომელი უფრო კარგად ასრულებს პუტინის და კგბ-ს დავალებას, ივანიშვილი თუ ფარცხალაძე. და ფარცახალძის ცხოვრება თავიდან ბოლომდე არის მაფიოზური და თავიდან ბოლომდე კრიმინალურია. ეს კლასიკური გამოვლინებაა თანამედროვე ეპოქაში, როგორ შეიძლება  იყო აგენტი, თან აკეთბდე პოლიტიკას, თან იყო მაფიოზი, - ამბობს ხაბეიშვილი.
სანქცირებული ფარცხალაძის მიერ მოსკოვში რუსი ქართველების მოძღაობის დაფუძნებას "სასირცხვილოს" უწოდებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერიც, გიორგი ვაშაძე.

როგორი სირცხვილია, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი რუსი ქართველების ასოციაციის თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ეს ერთი და მეორე, მათ უკუღმართ ტვინში შეიძლება, ბევრი რამ იხხარშებოდეს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას დიდი მედოგობა აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ და არასდროს მსგავსი მანიპულაციური ინფორმაციები ვერ შეცვლის ამ შთაბეჭდილებას. ამიტომაა რთული „ოცნების“ მდგომარეობაა ბელორუსის დიქტატორისგან განსხვავებით, პუტინისგან განსხვავებით, იმიტომ, რომ მათ იდეოლოგიას აქვს დიდი საყრდენი ფართო მასებში, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ "ოცნება" და ივანიშვილი ახლა საზოგადოების განწყობებს ამოწმებდეს იმ გეგმების მიმართ, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით გააჩნიათ.

არ გამოვრიცხოთ, რომ ეს იყოს ერთგვარი საშუალება, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა შეამოწმოს საზოგადოების განწყობები წინასწარ იმ შესაძლო საკითხების, გეგმების მიმართ, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელიც აქვთ  და ბუნებრივია, ფარცახალძის მხრიდან ეს გასაკვირი არ არის. ადამიანი შეიქმნა სწორედ რუსული ძალების მეშვეობით კარიერ, ბინესი, ძალაუფლება, კეთილდღეობა, ფული - ყველაფერი შექმნა რუსეთის მეშვეობით, - ამბობს ანა დოლიძე. 
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე "კომუნისტური კავშირის" წევრი გახდა და "რუსი ქართველების" მოძრაობა დააფუძნა. საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცი  რუსებს ღიად ეუბნება, რომ "საქართველო მადლობელია" და "240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე". ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირ ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეების ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი პუტინი
"მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის" - ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 მარტი 17:14

ჩიკვაიძე
სააპელაციო სასამართლომ ჩიკვაიძეს აღკვეთის გადასინჯვაზე უარი უთხრა

სააპელაციო სასამართლომ მოშიმშილე პოლიტპატიმარის, გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი საქმის წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. ბიზნესმენის ახლო გარემოცვისათვის სასამართლოს ეს ნაბიჯი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ბრძ...

სამართალი 16 მარტი 17:01

რეაბილიტაციის გამო
დაახლოებით 12,000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - თბილისი ენერჯი

თბილისის მერიის მიერ ვერის პარკისა და ლაგუნას მიმდებარედ განსახორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 10:00 საათიდან – 18 მარტის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდე ისამართებზე...

საზოგადოება 16 მარტი 16:20

სტარმერ
სტარმერმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმები წარუდგინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ სამიტზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გეგმები წარადგინა. Th...

რუსეთ-უკრაინის ომი 16 მარტი 16:15

ამინდი
ხვალიდან ამინდი შეიცვლება - ნახეთ დეტალები

 17 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდი იცვლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. სანაპირო რ...

საზოგადოება 16 მარტი 16:08

21 წლის სპორტსმენი მოკლული
21 წლის სპორტსმენის მკვლელობა - პოლიციამ 1 პირი დააკავა

 თბილისში მომხდარი 21 წლის სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2006 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საა...

კრიმინალი 16 მარტი 16:01