„საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 24 მარტი 20:52

კახა კალაძე

«ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და  მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა  სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ», - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში.

 

კალაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება  პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.

 

„ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც  ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ  რა გლობალური ომის პარტიაზე და რა «დიფ სთეითზე» ვსაუბრობთ. დღეს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი გამოდის და  პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა «დიფ სთეითის»  დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს,  დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საპატრიარქო
„გარდაიცვალა“ - საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: “ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი). ბერი სერაფიმე და...

საზოგადოება 3 წუთის წინ

თბს ხელოვნური ინტელექტი
თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩე...

ბიზნესი & ეკონომიკა 4 წუთის წინ

მემუარები
ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა...

მსოფლიო 6 წუთის წინ

ქუთაისი ავარია
დაიღუპა სამი ადამიანი - ქუთაისში, წყალწითელას ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა

ქუთაისში, საფიჩხიაზე, წყალწითელას ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა - “ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა შუაღამისას მოხდა. მომხდარზე დაწ...

შემთხვევა 12 წუთის წინ

პოლიტიკოსები
მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში არ მივა - ის კითხვებს პასუხები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ გასცემს

მამუკა ხაზარაძე დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურაში მისვლის ნაცვლად, აპირებს, კითხვებს პასუხები მედიის თანდასწრებით, საჯაროდ გასცეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გ...

პოლიტიკა 13 წუთის წინ

ლალი მოროშკინა
„200 ზომბი“ - ლალი მოროშკინა აქციის მონაწილეებზე

ლალი მოროშკინა: იმათ გონიათ,რაც უფრო მეტი დღე იბოდიალებენ,უფრო ფასი დაედებათ, ამ დროს ვერ ხვდებიან, (ზოგადად მიხვედრა და ანალიზი მათი ძლიერი მხარე არ არის) რომ ამით, მხოლოდ ხალხის სიძულვილს და უსასრულ...

სოცმედია 34 წუთის წინ