საქართველოში შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

პოლიტიკა 6 აპრილი 11:34

რუსი პროპაგანდისტი

საქართველოში იმყოფება ის რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

ქსენია ბოროდინა მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს უკვე მეორე შემთვევაა, როცა ბოროდინას ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებენ. არადა, თავდ პროპაგანდისტი ჟურნალისტის პოსტებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობდა.

პუტინის ინიციატივების მხარდამჭერმა ჟურნალისტმა უკვე მოიარა კახეთი, დღეს კი ძველ თბილისს ათვალიერებს.

ძალოვანი უწყებები არ განმარტავენ, რატომ შემოუშვეს საქართველოში პირი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მაშინ, როდესაც ანტიპუტინისტ ჟურნალისტებს საქართველოში დაუდგენელი მიზეზებით არ უშვებენ, გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ქვეყანაში პუტინის მხარდამჭერი.

აქტივისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, რუსი პროპაგანდისტების საქართველოში ჩამოსვლას ახლდეს.

რუსი პროპაგანდისტებისთვის რომ საქართველო კომფორტული ადგილია, სადაც დადიან და ჩვეულებრივად არიან, მითუმეტეს, პუტინის გუნდის წევრებისთვის, ეს ქალბატონი პუტინის გუნდს წარმოადგენს გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტია, არის საგანგაშო და პრობლემა. არავინ უშლის მათ ხელს, რომ ტურისტებად ჩამოვიდნენ, თუმცა ამას მოჰყვება ხოლმე ძალიან ხშირად, მათი პროპაგანდისტული ზრახვები. მერე წავლენ და იტყვიან, რომ საქართველოში ხაჭაპური ვჭამეთ. საქართველო არ არის მხოლოდ ხაჭაპურის და ხინკლის ქვეყანა, საქართველო ბევრად დიდი ტრადიციების ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი გვართმევდა. ფარისევლობაა რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამ ყველაფრით პოზირება და ვითომ საქართველოს სიყვარულში გამოტყდომა, - ამბობს აქტივისტი.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი ანწუხელიძის ოჯახ
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ვაშინგტონში უმასპინძლეს

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას დავით ხირგუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოსამალას ურთავს.   ხორგუაშვილი წერს, რომ აეროპორტში გმირის ო...

პოლიტიკა 4 წუთის წინ

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.   შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ....

საზოგადოება 20 წუთის წინ

 ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი
,,საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის“ - Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა გა...

ბიზნესი & ეკონომიკა 21 წუთის წინ

მოსეშვილი
„ციურიხი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, ისტორიულად აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა“ - ლევან მოსეშვილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ, შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევა...

ბიზნესი & ეკონომიკა 22 წუთის წინ

საქბანკი კომაროვი
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი 13 აპრილს გაიმართება

ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. წელს პრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 24 წუთის წინ

ომის თვითმხილველი
"უზნეობა" - აგვისტოს ომის თვითმხილველები წულუკიანის განცხადებაზე

ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომი და რუსული სისასტიკე საკუთარი თალით ნახეს, თეა წულუკიანს მისი განცხადების გამო აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ "ოცნების" ლიდერის განცხადება ომის მონაწილე გმირების შეურაცხყო...

პოლიტიკა 42 წუთის წინ